USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: ჩინეთი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს
თარიღი:  662

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი რუსეთში ვიზიტის დროს ვლადიმირ პუტინს სანქციების გვერდის ავლაში დახმარებას შესთავაზებს.

როგორც ცნობილია, კრემლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ხელს მოაწერენ ორმხრივ დოკუმენტებს, რომელთა შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, და იმსჯელებენ რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის აქტუალურ საკითხებზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინურმა კომპანიებმა რუსეთს დრონების ნაწილები და სამხედრო დანიშნულების აღჭურვილობა მიჰყიდეს. დასავლური ქვეყნების დაზვერვის ცნობით, ჩინეთის ხელისუფლება განიხილავს რუსეთისთვის ლეტალური შეიიარაღების გადაცემის შესაძლებლობას.

„სი ძინპინი, სავარაუდოდ, აპირებს, განიხილოს პუტინთან და რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთან სანქციების გვერდის ავლის სქემები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთისთვის ჩინური ტექნიკის გადაცემას“, - აღნიშნავენ ექსპერტები.,

წყარო:https://www.understandingwar.org/

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის