ვლადიმერ პუტინი აგრძელებს მცდელობებს უკრაინაში სრული გამარჯვების მოსაპოვებლად და როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ დროთა განმავლობაში ის ამას მიაღწევს, - ამის შესახებ ამერიკული „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის -Institute for the Study of War“ ანგარიშშია აღნიშნული.
„პუტინი, როგორც ჩანს, უარყოფს დასავლურ დისკურსში გავრცელებულ იდეას, რომ არსებული სამხედრო რეალობა მოითხოვს ან მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ვერ დაარწმუნეს ის, რომ უნდა განიხილოს კონფლიქტის მოგვარების რაიმე კომპრომისი. პუტინი ფოკუსირებულია თავდაპირველი მიზნების გაჭიანურებული კონფლიქტის გზით მიღწევაზე, რომელშიც ის იმარჯვებს ძალის გამოყენებით უკრაინისთვის საკუთარი ნების მოხვევის ან დასავლეთის მიერ კიევის მიტოვების შემდეგ უკრაინის ნების გატეხვის გზით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინის წარმატებული კონტრშეტევები აუცილებელია, მაგრამ არაა საკმარისი იმისათვის, რომ დაარწმუნოს პუტინი მისაღები პირობებით მოლაპარაკებების აუცილებლობაში.
„რუსეთის შეტევითი ოპერაციების გაგრძელება ბახმუტისა და ავდიივკას ირგვლივ, ისევე როგორც ლუგანსკის და დასავლეთ დონეცკის ფრონტის ხაზების გასწვრივ, კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ პუტინი რჩება გაჭიანურებულ ომში გამარჯვების მიღწევის ერთგული, რომლის შედეგს, დიდწილად, ადგილზე არსებული სამხედრო რეალობები განსაზღვრავს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ანალიტიკოსების აზრით უკრაინას სამი ვარიანტი აქვს: შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, რაც გამოიწვევს კატასტროფულ დამარცხებას; განაგრძოს შეზღუდული სამხედრო ოპერაციების ჩატარება მხოლოდ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად, მაგრამ ეს წაახალისებს პუტინს შემდგომი თავდასხმებისკენ; წამოიწყოს კონტრშეტევა, რათა დაარწმუნოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლაში, ან შექმნას ისეთი სამხედრო რეალობა, რომ კიევმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა შეძლონ კონფლიქტის ეფექტურად გაყინვა პუტინის გადაწყვეტილების მიუხედავად.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.