USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Tbilisi
ომი უკრაინაში - მდგომარეობა ამ მომენტისათვის
Date:  315
2023 წლის 11 ივლისის შეჯამება უკრაინაში:
- ზაპორიჟიას ოლქში, ტოკმაკის მიმართულებით საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები არ წყდება. რუსები ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობა აქვთ. მეტიც, არ ვიცით რამდენად დაეჯერებათ მათ, მაგრამ რუსები ჩივიან, რომ უკრაინელები აქტიურად იყენებენ კასეტურ ბომბებს. როგორც ჩანს, უკრაინულ დაზვერვას რუსულ პოზიციებზე ძალიან ზუსტი კოორდინატები აქვს.
 
- ბერდიანსკის სიახლოვეს უკრაინული ფრთოსანი რაკეტების დაბომბვას მაღალი რანგის ოფიცრობა, მათ შორის გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვი შეეწირა. იგი სამხრეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე იყო. როგორც ჩანს გენერალი თავის ოფიცრებთან ერთად სამეთაურო პუნქტად გადაკეთებულ სასტუმროში იმყოფებოდა. ზოგადად, როგორც ჩანს რუსი ოფიცრები თითქმის ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდიდრულ სასტუმროებში იმყოფებიან და იქიდან მართავენ ხოლმე ფრონტის ხაზს.
 
- ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის ოკუპირებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე უკრაინული იერიშები მაღალინტენსიურია. დაიბომბა ჰენიჩესკი აზოვის ზღვის სიახლოვეს და სკადოვსკი შავი ზღვის აუზში. ორივე შემთხვევაში სამეთაურო პუნქტებს ესვრიან უკრაინელები.
 
- ხერსონის მოპირდაპირედ, მდინარე დნეპრის, ანტონოვის ხიდის მომიჯნავე დაჩების მიდამო რუსებმა სრულად დატოვეს. უკრაინელებმა პლაცდარმი არათუ შეინარჩუნეს, არამედ გააფართოვეს. უკრაინელებმა რუსები საარტილერიო დარტყმების სიზუსტითა და ინტენსივობით დაჯაბნეს.
 
- ნორვეგიამ ამ წელს უკრაინისათვის გამოყოფილი დაფინანსება ერთ მილიარდამდე გაზარდა. საფრანგეთი და ბრიტანეთი კი დამატებით ფრთოსან რაკეტებს გადასცემენ უკრაინელებს.
 
- უკრაინელები ზაპორიჟიაში, რობოტინეს მიდამოში ინტენსიურ შეტევას აგრძელებენ. რუსებმა დამატებითი რეზერვები ჩართეს. ცოცხალ ძალაში გარკვეული დეფიციტი შეიქმნა.
 
- ყირიმში აფეთქებების სერია გრძელდება. როგორც ჩანს უკრაინული დრონები სტრატეგიულ ობიექტებსაც ურტყამენ, რის შემდეგაც იალტაში დენი გაითიშა.
 
- კვლავ ინტენსიურია შეტაკებები ბახმუტსა და კრემინას სიახლოვეს. ბახმუტის სამხრეთით კლიშჩიივკაში სიტუაცია უკიდურესად მწვავეა - უკრაინელები ძალიან დიდი ძალებით უტევენ რუსებს.
World
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way