USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ოლივერ ვარჰეი - საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას
თარიღი:  1000

"ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს, რომლითაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონს ეკონომიკური მდგომარეობით დავეხმარებით", - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო შეძლებს აღნიშნული თანხიდან მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. 

„ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მლრდ ევროს, აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენით. 2.3 მლრდ ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომელსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლო ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს დავეხმაროთ უფრო გამძლე და მედეგი ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაში კოვიდის კრიზისის შემდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

„დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ესაა შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში, ამ პროგრამის განხორციელებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებენ ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დღეიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა ქვეყანაში შეიცვლება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, საქმის წარმოება, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება, ყველაფერი ეს იქნება აბსოლუტუტსად განსხვავებული დღევანდელი დღისგან, ძალიან მსგავსი იმისა, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია,“ - აღნიშნა ვარჰეიმ

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის