USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Tbilisi
Politico - აშშ დაჟინებით ითხოვს, რომ უკრაინამ დატოვოს დონბასი
Date:  616
“აშშ დაჟინებით ითხოვს, რომ უკრაინამ დატოვოს დონბასი. ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ გადასცემს კიევს რუსების მოთხოვნებს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით” , —წერს Politico იმ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომელიც გასული 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა აშშ-ში სტივ უიტკოფ-კუშნერსა და რუსტემ უმეროვს შორის…
სტატიის ძირითადი ასპექტები:
რუსეთი ითხოვს, რომ უკრაინამ დათმოს ტერიტორიები, ხოლო ამერიკელები განაგრძობენ ფიქრს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს.
უკრაინა კი დაჟინებით ითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებდეს ომის გაყინვას მიმდინარე ფრონტის ხაზზე…
ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინით, მას სურს ყველაფერი სწრაფად გააკეთოს და საერთოდ არ აინტერესებს სამშვიდობო შეთანხმების დეტალები.
World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way