USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
თბილისი
ოლეგ ტიმჩენკო – ღვინო
თარიღი:  722

ადამიანის ღვინისადმი დამოკიდებულება მჭიდროდ უკავშირდება მის ურთიერთობას კულტურასთან, რადგან ღვინო, ისევე როგორც ხელოვნების ნიმუში, ცხოვრებისეული გამოცდილებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად აღიქმება. თითოეული ადამიანი სხვისგან განსხვავებულ, უნიკალურ შეგრძნებებს განიცდის.

ღვინო სხვადასხვა ეპოქის მხატვრების ნამუშევრებში ხშირად გვხვდება და ის ნახატის შინაარსის და ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩემს შემთხვევაში უცნაური და ამავდროულად სასაცილო ისტორია მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში მე და ჩემი ათი მეგობარი წავედით ულამაზეს თუშეთში. თუშეთი გამორჩეულია ულამაზესი მწვერვალებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით, უძველესი ნასოფლარებით, ხალხური ხელსაქმის ნიმუშებით, ყოფითი კულტურის ნივთებით. ნაწილი მეგობრების ჩვენს ბანაკში დაბინავდნენ. მე ყარამან ქუთათელაძე და ,,პრიბალტიკელი’’’ ვალდესი წავედით ქორწილში.

ქეიფი იყო სერიოზული. როგორც იცით ნებისმიერი დღეობის დროს თუშები სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე, ამ დროს ისინი ყურადღებას არ აქცევენ თუ რა აღმსარებლობისაა სტუმარი. თუშური დღესასწაულები  ხალხური ხელოვნების დიდებულ ფესტივალს წარმოადგენს. თუმცა აქ აღმოვაჩინეთ უცნაური ტრადიცია. თუ არ დალევდი ღვინოს,  ხის ხმლებს გირტყამდნენ.

ახალგაზრდები ვიყავით, გავუძელით… ვალდესმა კი ვერ… მერე გავიპარეთ იქიდან. ბანაკში მეგობრები გველოდებოდნენ. ქალებმა დაგვიჭირეს გზად და უამრავი ღვინო გამოგვატანეს, ჩაგვილაგეს  ეს ბოთლები. ჩვენ საკმაოდ ნასვამები, ვალდესი  კი „ნაცემი“. გზად ბნელოდა, არც ბილიკი ჩანდა, … მაგრამ არ გვეშინოდა, ალბათ ღვინის დამსახურებით… ბევრს ვიცინოდით, ახალგაზრდები ვიყავით, გაბედულები. ჩვენს ბანაკამდე როგორ მივაღწიეთ არ ვიცი. გზად ყველაფერი შემოგვეკარგა, გარდა ღვინისა. მახსოვს ამ წვიმაში როგორ უდარდელად ჩამეძინა… ეს კარავი  ტაძარი მეგონა. არც გავციებულვარ, არც შევწუხებულვარ… ეგეც შენი ღვინო, ეს ყველაფერი ხომ მის გარეშე არ მოხდებოდა… ძალიან კარგად მახსენდება ეს ამბავი, ღვინის ბახუსის გარეშე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდით. ჩემთვის რთულია ვწერო ღვინოზე, ამ ღვთაებრივ სასმელზე, ომარ ხაიამმა ხომ ისედაც ბევრი წერა.

ღვინომ ისეთივე პერიოდები და მიმდინარეობები გამოიარა, როგორიც ხელოვნებამ. დღეს, ისევე, როგორც თანამედროვე მუსიკის ყველაზე პოპულარული ჟანრის − ტექნო-მუსიკის რიტმი და თანმიმდევრული, განმეორებადი პულსაცია დაუბრუნდა თავის საწყისს, პირველქმნილ რიტმსა და შეგრძნებებს, სწორედ ასეთი შედეგი დადგა მეღვინეობის გარშემო და ჩამოყალიბდა ხარისხიანი ღვინის ფართოდ წარმოების ტრადიცია, შეიცვალა სმის კულტურა. ხელოვნებაა ყველაფერი ის, რაც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ, ვიფიქროთ, ვიკამათოთ, შევაფასოთ, ვცადოთ, ვისიამოვნოთ, გავაზიაროთ, დავეხმაროთ, გავალამაზოთ, შევისწავლოთ და ა.შ.

თბილღვინო

საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის