USD 2.7080
EUR 3.1979
RUB 3.2706
Тбилиси
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება თბილისს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.
дата:  747

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და თბილისს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეს ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. როგორც საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, ისე მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, ოპონენტებს არ აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, არამედ ცდილობენ აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ დაესხან თავს რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით, “- აღნიშნულია აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ამ ინციდენტის პოლიტიზირება და მოიპოვოს „იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები“ ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვით, მიუღებელია.

„ინციდენტის გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ,“- აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაცით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

Тбилиси
სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელდა
კახა კალაძემ ცინცაძის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სკვერები დაათვალიერა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ სულხან ცინცაძის ქუჩაზე N46-50 და N79-დან N83-ის ჩათვლით, 6 რეკრეაციული სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული პროექტი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ცინცაძის ქუჩაზე არსებული სივრცეები მთლიანად მოწესრიგდა, გამოთავისუფლდა იმ შემოღობვებისაგან, რომლებიც ამახინჯებდა ტერიტორიას. პროექტის ფარგლებში, ბავშვებისთვის გაკეთდა ატრაქციონები, შესაბამისი გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ახლა ამას სჭირდება მოვლა-პატრონობა.
ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ მსგავსი ტიპის პროექტებით შევიდეთ ყველა უბანში, ყველა კორპუსის მიმდებარე ტერიტორია იყოს ასეთივე მოწესრიგებული, როგორიც აქ, ცინცაძის ქუჩაზეა. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში - განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის მწვანე სივრცეების, რეკრეაციული არეალებისა და სკვერების მოწყობა-განახლება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
საერთო ჯამში, 7 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 900-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 000 ლარია. სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „მონოლითი 2005“ განახორციელა.
თბილისის მერთან ერთად, დასრულებული პროექტები საბურთალოს რაიონის დელეგატმა აკაკი ალადაშვილმაც დაათვალიერა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати