USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს
Date:  738

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ძმისშვილის ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

 „გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულია ბატალ ფილია. ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“ - აცხადებენ დე ფაქტო შს სამინისტროში.

ქემალ არძინბა საკუთარ სახლთან 19 მაისს მოკლეს. ის ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა.

ბატალ ფილიაზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ოკუპირებული რეგიონის კრიმინალურ წრეებში არის ცნობილი.

https://www.ekhokavkaza.com/

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way