USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Тбилиси
ოკუპირებულ აფხაზეთში მომიტინგეები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ
дата:  724

მომიტინგეები ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში პარლამენტის შემდეგ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ.

ისინი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბჟანია ადმინისტრაციის შენობაში არ იმყოფება. მისი ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია. ე.წ. სამართალდამცველები მომიტინგეებს წინააღმდეგობას არ უწევენ.

ოკუპირებულ სოხუმში ვითარება დილიდან არის დაძაბული. ადამიანები მოითხოვენ, რომ ე.წ. ხელისუფლებამ გაიწვიოს რუსეთთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც რუსულ იურიდიულ პირებს აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების უფლებას აძლევს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც სხდომა უნდა ჩატარებულიყო და დოკუმენტის რატიფიცირებისთვის უნდა ეყარათ კენჭი. თუმცა სხდომა დღის წესრიგის არდამტკიცების გამო ვერ შედგა. მოგვიანებით ვითარება მიტინგზე უკონტროლო გახდ

Тбилиси
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

более
голосование
Кстати