USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
თბილისი
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა. (ვიდეო)
თარიღი:  1132

ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეებსა და “სამართალდამცავებს” შორის შეტაკება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მათი ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის “პარლამენტის” ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღმოსავლეთ აფხაზეთში აპარტამენტების თაობაზე კანონპროექტს. კანონპროექტის განხილვა და საკომიტეტო მიღება მასობრივი აქციების ფონზე მიმდინარეობდა.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები “დეპუტატების” ხალხთან გამოსვლას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნა არ შეასრულეს.

ასევე, აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მათსა და “სამართალდამცავებს” შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა.

“ხალხი, რომელმაც გუშინ პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, რათა საკუთარი წარმომადგენლები დაუშვან საკუთარი ალტერნატიული აზრის გამოსათქმელად, დაშვებული არ იქნა… აფხაზური ერისგან ცალკე დღეს კანონებს მიღებას ცდილობენ, რომლებიც აფხაზური სახელმწიფო განადგურებას ისახავენ მიზნად”, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “დეპუტატმა” ლეონიდ ჩამაგუამ.

წყარო - https://www.ekhokavkaza.com/

თბილისი
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის