USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
«Voice of America» (აშშ): „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებამ, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის „ტემპერატურა“ კიდევ უფრო „ასწია”
дата:  339

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვრდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებამ, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის „ტემპერატურა“ კიდევ უფრო „ასწია”, რომელშიც განხილულია საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება მომხდარი მოვლენის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური განხეთქილება კიდევ უფრო გაღრმავდა. სტატუსის მიღებას ხელისუფლება და ოპოზიცია, საკუთარ მომხრეებთან ერთად ამ დრომდე, ცალ-ცალკე ზეიმობენ.

მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი შიდა აუდიტორიისთვის არის ის, რომ ევროკავშირიდან „მწვანე შუქის“ ანთება, მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის იმაში დარწმუნებას ცდილობს, რომ „რუსი ოლიგარქის“ „რუსული პარტია“ სტატუსის მონიჭებასთან არაფერ კავშირშია.

ჯერჯერობით, „ქულების ჩაწერა“ ამომრჩევლის თვალში „ქართულ ოცნებას“ გაცილებით უკეთ გამოსდის. მიზეზი მარტივია, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ მიზანმიმართულად არ შეასრულა ევროკომიის 12 რეკომენდაციიდან უმრავლესობა, რადგან ეს მოთხოვნები, პირველ რიგში, მის ძალაუფლებას უქმნიდა საფრთხეს და ამის მიუხედავად, ქვეყანამ სტატუსი მაინც მიიღო.

„გულწრფელები რომ ვიყოთ საკუთარ თავთან, ეს სტატუსი არის ევროკავშირის მიერ ჩვენთვის მოცემული პოლიტიკური „კრედიტი“, იმიტომ, ის კრიტერიუმები, რომელიც იმ 12 რეკომენდაციაში იყო გამოხატული, სამწუხაროდ არ იქნა შესრულებული“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ.

„ეს ჩანს კიდეც იმაში, რომ ის შემდგომი 9 დათქმა, რომელიც თან სდევს ამ სტატუსს, ძირითადად იმეორებს 12 რეკომენდაციის შინაარსს და პლუს კიდე იქ სხვა საკითხებიც არის დამატებული, რომელიც აქამდე არასოდეს ყოფილა საქართველო ევროკაცშირის ურთიერთოებებში. მათ შორის, მოთხოვნა რომ იყოს თანხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ის რომ არ იყოს ანტიევროპული რიტორიკა და ა.შ. ეს სტატუსი ნამდვილად არ არის ერთი რომელიმე პარტიის დამსახურება, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ აქვს ხელისუფლებას საკრიტიკო. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებაც მიხვდეს იმას, რომ რაც მეტად იქნება „ჩვენ“ და ნაკლები „მე“ მათ რიტორიკაში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის, სხვა შემთხვევაში ის მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს. მეორეს მხრივ, ბუნებრივია ნებისმიერი ხელისუფლება შეეცდება სტატუსის თემის გამოყენებას, მით უმეტეს, რომ წინ არის არჩევნები“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.

ის, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ეს დიდი გამარჯვება, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრების და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი უფროა, ვიდრე მთავრობის „დასავლური პოლიტიკის“, ვინმეს „გაუყოს“, პირველივე ზეიმზე გამოჩნდა, როცა „ოცნებამ“ სცენაზეც კი არ აუშვა, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციის წარმომადგენლები.

15 დეკემბრიდან მოყოლებული, ხელისუფლების მთავარი მესიჯია, რომ სტატუსის მიღება „წარმატებული 11 წლიანი მმართველობის დაგვირგვინებაა“, რის გამოც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი მადლობა არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. ამავე მესიჯის შემადგენელი ნაწილია, „რადიკალური ოპოზიციის“ ბოლომდე გაშავება, რომელიც ქვეყნისთვის სტატუსის მონიჭებას „კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა“.

„2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ასე ვიტყოდი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები, ერთგვარი დამაგვირგვინებელი შედეგი იყო, უკვე წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვება“ - განაცხადა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას.

„საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა და ოპოზიცია ბაქანზეა ახლაც - ჯერჯერობით. მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა...მაგრამ, ნაკლები იმედი მაქვს, რომ რადიკალური ოპოზიცია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება, რამენაირად აჩვენებს ნიშნებს, რომ მზადაა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა...ვინც ბაქანზე იქნება, ბაქანზევე დარჩება” - აღნიშნა პარლამენტის თვამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ოპოზიციის რიტორიკა გაცილებით უფრო სუსტია, თუმცა მათი მესიჯებიდანაც ჩანს, რომ 2024 წელს, პოლიტიკური პოლარიზაცია ქვეყანაში, დიდი ალბათობით, ჯერ არნახულ მასშტაბს მიაღწევს.

„ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს და ხელისუფლებას აკისრებს ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს, სიმართლე გითხრათ, ნაკლებად მაქვს მათგან იმედი და მოლოდინი, რომ ამ ვალდებულებებს ისინი შეასრულებენ“ - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, „რისი იმედიც მაქვს, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრძოლას, რომელიც მრავალი საუკუნეა მიმდინარეობს და განსაკუთრებით დრამატული მოვლენები გვახსოვს ჩვენ მარტში, როდესაც დიდი წარმატება მოვიპოვეთ, ამ ბრძოლას მოქალაქეები ბოლომდე მიიყვანენ. საჭირო იქნება ფუნდამენტური ცვლილებები ხელისუფლებაში და სახელმწიფო ინსტიტუციებში, კანონდებლობაში“ - ხაზი გაუსვა ანა ნაცვლიშვილმა.

ოპოზიციის სკეპტიციზმის მიუხედავად, „ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები არიან, რომ გაწევრიანების საკითხზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველო უკვე 2024 წლის დეკემბერში შეძლებს.

მანამდე კი 2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ექსპერტების შეფასებით, პოლიტიკური პოლარიზაციის ამჟამინდელი „უმაღლესი ტემპერატურიდან“ გამომდინარე, ქვეყნის ისტორიაში, შეიძლება ყველაზე „ცხელი“ აღმოჩნდეს.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7413535.html

 

Тбилиси
მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

более
голосование
Кстати