USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
«Voice of America» (აშშ): „დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“
თარიღი:  535

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებით დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება“.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ყოფილი პრეზიდენტის გუნდს, რომელიც ახლა რესპუბლიკური პარტიის ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატია, „ამერიკის ხმამ“ ჰკითხა, თუ რა პასუხი ექნებოდა მას უნგრეთს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ნათქვამზე უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის ამას წინათ გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ შეფასებაზე.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი რუსეთთან ბრძოლაში დასახმარებლად უკრაინას ფულს არ მისცემს და ეს ომის უფრო სწრაფად დასრულდება. „უკრაინა-რუსეთის ომში, ის არც ერთ ცენტს არ მისცემს [უკრაინას], შესაბამისად ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა მარტო ვერ იდგება“, - განაცხადა ორბამა კვირას, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას, დონალდ ტრამპთან ფლორიდაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„თუ ამერიკელები ფულს და იარაღს არ მისცემენ [უკრაინას], ისევე როგორც ევროპელები, მაშინ ეს ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ მისცემენ, ევროპელები ამ ომს საკუთარი ძალებით ვერ დააფინანსებენ და მაშინ ომი დასრულდება“, - თქვა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ვიქტორ ორბანმა უარი თქვა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე. ამასთან, ის მჭიდრო ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. უნგრეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტს გასული წლის ოქტომბერში, ჩინეთში ვიზიტისას შეხვდა.

-----------

„ამერიკის ხმისათვის“ მიცემულ ექსკლუზიურ წერილობით კომენტარში დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში ომის დამთავრება მისი პრიორიტეტი იქნება.

„საპრეზიდენტო კანდიდატმა, პრეზიდენტმა ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მეორე ვადის მთავარი პრიორიტეტი იქნება მოლაპარაკების გზით რუსეთ-უკრაინის ომის სწრაფი დასრულება. ასევე, პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპულმა ქვეყნებმა კონფლიქტის საფასურის უფრო დიდი ნაწილი უნდა გადაიხადონ, რადგან შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად მეტი გადაიხადა, რაც არ არის სამართლიანი ჩვენი გადასახადების გადამხდელების მიმართ. ის გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია მშვიდობის დასამყარებლად და ამერიკის ძლიერებისა და შეკავების უნარის აღსადგენად მსოფლიო ასპარეზზე და ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია“.

საარჩევნო კამპანიის კომუნიკაციის დირექტორმა სტივენ შუნგმა ასევე დასძინა, რომ „ომი რუსეთსა და უკრაინას შორის არასდროს მოხდებოდა, დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი. ეს ძალიან სამწუხაროა".

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7524587.html

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის