USD 2.6114
EUR 3.0318
RUB 3.0289
თბილისი
ოფშორებიდან აქტივების გადმოტანისთვის შეღავათები დაწესდება - რატომ განიხილავს პარლამენტი პროექტს დაჩქარებულად?
თარიღი:  656

რატომ განიხილავს პარლამენტი ოფშორებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათების დაწესებას დაჩქარებულად? - ეს კითხვა პარლამენტის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორსა და მომხსენებელს პაატა კვიჟინაძეს დაუსვეს. პარლამენტი ოფშორებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებულად განიხილავს.

17 აპრილს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პაატა კვიჟინაძემ წარადგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ერთი მხრივ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სახელმწიფოს წინაშე 2021 წლის პირველ იანვრამდე საგადასახადო ვალდებულებები აქვთ დაგროვილი, დავალიანება ჩამოეწერებათ, მეორე მხრივ კი ამავე კანონპროექტშია გაწერილი, რომ ბიზნესმენები, როლებიც ოფშორებში დარეგისტრირებულ აქტივებს საქართველოში გადმოიტანენ საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ შემუშავებული კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და მისი პირველი მოსმენით მიღება 17 აპრილსვე მოხდა. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

კანონპროექტის მომხსენებლის ერთადერთი არგუმენტი, თუ რატომ ხდება მისი დაჩქარებული წესით მიღება ისაა, რომ კანონის პროექტის ნაწილი ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო ამნისტიას ითვალისწინებს.

„ამის განხილვა იმიტომ მოხდა დაჩქარებული წესით, რომ კანონპროექტის პირველ ნაწილში ფიზიკურ პირებს ეხებოდა ამნისტია. ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ გადაიხადეს გადასახადები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს... ვიღაც ვინც გადაიხადა დაჩაგრულად გამოდისო ამბობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის, ეს ხალხი, ვინც ვერ გადაიხადა, თავისი ქონებით აგებს პასუხს. იმას, რომ დავალიანება გაუჩნდა, მაგალითად 500 ლარი ან ანგარიშიდან მოუხსნიან, ან ქონებას დაუყადაღებენ და ა.შ. ამ გაგებით ეს ყველაზე გაჭირვებული ხალხია და ფულსაც ვერ ამოიღებ ამ გაგებით.

ამ ხალხზე ჩატარებულია ყველა ღონისძიება, ანგარიშებზე ინკასო ადევთ, ქონება დაყადაღებული აქვთ და ეს ხალხი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია და რაიმე პრივილეგიას მაგით ვერ მიიღებს. ამაზე იყო საუბარი და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ხალხს ჩამოვაწეროთ გადასახადები. ჩვენ ვამბობთ, რომ თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს? - დავუბრუნოთ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას, ამიტომ გავაკეთეთ დაჩქარებული და იმ მეორე ნაწილზე, რომელიც ახლა თქვენ[დეპუტატებს] გინდათ გამჭვირვალობას მიაბათ, საერთოდ არ მეგონა, რომ ვინმე ხმას გაიღებდა. ხან იძახით, რატომ არ შემოგაქვთ ინვესტიციები ოფშორებიდან და ა.შ. და ახლა ამოატრიალეთ და სხვანაირად იძახიან. ვინ გააკეთა ეს და ყველამ - შუა აზიით დაწყებული, კავკასიით, და ევროპით დასრულებული, ახლა ამერიკაც აკეთებს, მთელი მსოფლიო ამას აკეთებს და რა ვერ გაიგეთ - ინვესტიცია რომელიც ოფშორშია და იურიდიული თემით დასავლეთის ქვეყნებს ეხება ნელ-ნელა გამოვიდეს სიბნელიდან და მეტი გამჭვირვალობა იყოს. ვინც გინდა ის იყოს, რა არის იმაში ცუდი, რომ ოფშორიდან გადმოვიდეს და შეხვალ რეესტრში და ნახავ, რომ აქ არის დარეგისტრირებული. ეს ერთჯერადი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კვიჟინაძემ. [სტილი დაცულია]

ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, კანონპროექტი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეზე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიღება საერთაშორისო სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინებს უკავშირდება.

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ოფშორებში კომპანიების საქმიანობა გართულებულია და ხშირ შემთხვევაში მათ მეტი გამჭვირვალობა და გადასახადები მოეთხოვებათ. ამიტომაც, ქართველი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც ოფშორებში ფლობენ აქტივებს, ამ აქტივების საქართველოში გადმოტანისთვის შეღავათების მიღებას გეგმავენ.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის