USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვია
Date:  1228

ამერიკული კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მწვავე ალერგიული რეაქცია პირველად გამოვლინდა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაზე ალერგიამ ბოსტონელ ექიმს მისცა, რის გამოც ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა 19 დეკემბერს გასცა.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვაქცინაციის შემდეგ ფიქსირდებოდა, იყო ტკივილი ინექციის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, შეციება, ღებინება და გულისრევა. ამასთანავე, მეორე დოზის შემდეგ გვერდითი მოვლენები კიდევ უფრო მეტ პაციენტთან ფიქსირდებოდა.

წყარო:https://www.nytimes.com/

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way