"ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონკრეტული კანონი [უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ], მისი თანმხლები რიტორიკა და დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობა, წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ არჩეულ გზასთან, იაროს ევროკავშირისა და ნატოსკენ",- ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 24 მაისს გამართულ ბრიფინგზე, ჯეიმს ო'ბრაინმა "ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად გააკეთა.
"ვფიქრობთ, რომ ვადასტურებთ ჩვენს პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს და ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში. ეს ჩემი გასულ კვირას [საქართველოში] ვიზიტის მთავარი გზავნილი იყო",- ამბობს ო'ბრაიანი.
ამერიკის ხმამ" ჯეიმს ო'ბრაიანს სთხოვა, განემარტა, თუ რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელსუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი, როგორც ამას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე.
"რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს [ამერიკის გადაწყვეტილება] იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან",- გვეუბნება ო'ბრაიანი.
შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია. თუმცა, მან განმარტა, როგორ მუშაობს პროცესი და რა მოლოდინი შეიძლება ახლა საქართველოს ხელისუფლებას ამერიკისგან ჰქონდეს:
"რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს".
ო'ბრაინმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ შეზღუდვები დაუწესდებათ იმ ადამიანების ოჯახის წევრებსაც, ვინც სიაში მოხვდება: "მოგეხსენებათ, დებულების მიხედვით, ეს [სავიზო შეზღუდვები] მხოლოდ თანამდებობის პირებს კი არა, მათი ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. კიდევ ერთხელ, ეს არ არის იძულებითი ტაქტიკა, ეს განცხადებაა, რომ თუ გსურს იყო ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის ისარგებლო ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა, რომ შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა დაიწყო ისე ქცევა, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება. მხოლოდ ესაა, რასაც ვამბობთ".
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ვენეციის კომისიის დასკვნის მსგავსად, ამბობს, რომ მზადაა ქვეყნის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის: "ვისურვებდით, გვქონოდა ტექნიკური რუტინული საუბრები [საქართველოსთან], რადგან წამოჭრილი საკითხები ისეთია, რომელთა წინაშეც ყველა ქვეყანა დგას და ჩვეულებრივად აგვარებს მათ",- ამბობს ის, თუმცა ამატებს, რომ ქვეყანაში "უცხოეთის გამჭვირვალობის კანონით" შექმნილი სიტუაცია ახლა საკმაოდ მძიმეა.
"ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ქმედებები, გულისხმობს ძალადობას და დაშინებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ უჭერენ მხარს მთავრობას, და იმ საკანონმდებლო ჩარჩოების ამოქმედებას, რომლებიც შეუთავსებელია იმ მისწრაფებებთან, რის შესასრულებლადაც მთავრობა აირჩიეს".
ო'ბრაინმა დემონსტრატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტს რამდენჯერმე გაუსვა ხაზი და თქვა: "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ესაა დემოკრატიული პროცესების შერყევის მცდელობა, კერძოდ, ძალადობის გამოყენება და დაშინება მათ მიმართ, ვინც [აქციაზე] მივიდა".
მისი თქმით, ამერიკის შეშფოთებისა და კონკრეტული პრობლემების შესახებ პირადად ესაუბრა საქართველოს ხელისუფლებას: "ძალიან დეტალური საუბრები მქონდა მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, იმ კონკრეტულ გზებზე, რომლითაც შემოთავაზებული კანონი, ვფიქრობთ, შეუთავსებელია იმ გზასთან, რომელიც საქართველომ თავის თავს დაუსახა. ასევე, ვენეციის კომისიამ, ევროპულმა ორგანომ, რომელიც კანონებს აფასებს, ამ კვირაში ძალიან მტკიცე მოსაზრებები გაავრცელა, რაც ამავე შინაარსისაა. ასე რომ, საკითხი ეხება იმას, ცდილობს თუ არა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობა, შეცვალოს ის, რაც ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებას ნიშნავს და არა იმას, იცვლება თუ არა ჩვენი პოლიტიკა",- განმარტავს ამერიკის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.