USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
Do Rzeczy» (პოლონეთი): „ომი, უკრაინა, ტრამპი: „ვიყოთ რეალისტები. დონალდ ტრამპს უკრაინის ომის შეჩერება არ შეუძლია“
თარიღი:  460

პოლონური ყოველკვირეული გაზეთი „დო რჟეჩი“ (Do Rzeczy) აქვეყნებს ინტერვიუს ამერიკანისტ ზბიგნევ ლევიცკისთან - კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის ვარშავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან - სათაურით  „ომი, უკრაინა, ტრამპი: „ვიყოთ რეალისტები. დონალდ ტრამპს უკრაინის ომის შეჩერება არ შეუძლია“ (ესაუბრება  ჟურნალისტი პეტრ ზიხოვიჩი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი? რა ინტერესები აქვთ ვაშინგტონს და კიევს - უთავსდება თუ არა ერთმანეთს მათი ხედვები?“, - ეკითხება პროფესორს ჟურნალისტი.

ზბიგნევ ლევიცკი პასუხობს, რომ ამერიკულ პოლიტიკაში გამოკვეთილია სამი მიზანი რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონისა და კიევის კონფლიქტის მიმართ სხვადასხვა მიდგომები აქვთ: „უკრაინის მიზანია თავისი ტერიტორიის დაცვა ყველა შესაძლო წესით, უპირველეს ყოვლისა რუსეთის არმიის გაძევებით უკრაინის ფარგლებიდან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ომი არ შეიძლება დამტავრდეს რუსეთის სრული მარცხით - ამას ამერიკის შეერთებული შტატებიც კარგად ხვდება და მთელი მსოფლიოც. ეს აშკარად ნათელია. მოსკოვი არ წავა დონბასიდან და ყირიმიდან. არარეალურია, რომ რუსეთი, ბირთვული ქვეყანა, ასეთ დამცირებაზე დათანხმდეს“.

„უკრაინა ვერ გაიმარჯვებს“

„იმავდროულად ისიც აშკარაა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისაც არ აქვს არცევანი. იგი ვალდებულია საკუთარი ხალხის წინაშე (იგი მოსახლეობას მრავალჯერ დაპირდა ტერიტორიის დაბრუნებას) და ამიტომ მას არ შეუძლია თქვას - „მოდით, მშვიდობის დამყარების მიზნით რუსებს ყირიმი და დონბასი მივცეთ“, - ამბობს პროფესორი, - „სიტუაცია ჩიხში შესულად გამოიყურება იმდენად, რამდენადაც ორივე მხარის პოზიცია ერთმანეთთან აბსოლუტურად განსხვავებული და შეუთავსებელია. რომელიღაც მხარეს რაღაცის, თუნდაც მცირეოდენის დათმობა მოუწევს“.

პროფესორი ზბიგნევ ლევიცკი ხაზს უსვამს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლებლობების განსხვავებას: „იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინს შეუძლია თავისი ნება რუსეთში ყველას თავს მოახვიოს - პოლიტიკოსებს, გენერლებს და რიგით მოქალაქეებს, ვოლოდიმირ ზელენსკის ასეთი შესაძლებლობა არ აქვს: მას უკრაინაში უამრავი მოწინააღმდეგე და კონკურენტი ჰყავს, მას ვლადიმერ პუტინივით მოქმედება არ შეუძლია. ამრიგად, ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ორივე მხარის დაკმაყოფილება შეუძლია, უბრალოდ, არ არსებობს“.

„მსოფლიოს დღეს დიდი პოლიტიკოსები აღარ ჰყავს...“

„ევროპასა და მსოფლიოს დღეს რომ ისეთი უდიდესი პოლიტიკოსები ჰყავდეს, როგორებიც იყვნენ კონრად ადენაური, ვილი ბრანდტი, შარლ დე გოლი, ვალერი ჟისკარ დ’ესტენი, ჟაკ შირაკი, რონალდ რეიგანი და მარგარეტ თეტჩერი, შეიძლებოდა მათ [თავიანთი დიდი ავტორიტეტის გათვალისწინებით], რაღაც მოეფიქრებინათ და გადაეწყვიტათ, მაგრამ ჩვენ დროში, სამწუხაროდ, წვრილფეხა პოლიტიკოსები მომრავლდნენ. უფრო სწორად, ისინი პოლიტიკოსები კი არ არიან, არამედ პოლიტიკური ჩინოვნიკები. მათ არანაირი იდეები არ აქვთ, მათ არ ძალუძთ ისეთი გადაწყვეტილების შემუშავება და მიღება, რომელიც ამ ომს დააბოლოვებდა. მიუხედავად აშშ-ის დახმარების შემცირებისა, რომლის კომპენსირებას ევროპა ვერ შეძლებს, კონფლიქტი მაინც კიდევ გაგრძელდება“, - ამბობს პროფესორი.

„მე ვფიქრობ, რომ უკრაინა იძულებული გახდება გარკვეულ დანაკარგებზე დათანხმდეს. მოდით, რეალისტები ვიყოთ: ამ ომში კიევი ვერ გაიმარჯვებს. დავუშვათ, მას ექნება ქვეყნის დასავლეთი ნაწილის შენარჩუნების შესაძლებლობა, მაგრამ რას უშვრება აღმოსავლეთს? აი, მე ამაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას ომში უკრაინის შესაძლო გამარჯვების თემაზე საუბრისას“, - აღნიშნავს პროფესორი.

რას გააკეთებს დონალდ ტრამპი

ამერიკანისტის განცხადებით, მოსკოვი და კიევი ჯიუტად იცავენ თავიანთ პოზიციებს, ხოლო ჯა ბაიდენი ძალიან სუსტი პოლიტიკოსია, რომ დააძალოს ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის ომის დასრულებაზე შეთანხმება. პროფესორის თქმით, დონალდ ტრამპიც კი, თავისი ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, რომ მას თითქოსდა 24 საათში შეუძლია ომის დამთავრება, ამ ამოცანას ვერ შეასრულებს.

ზბიგნევ ლევიცკის აზრით, ძნელია იმის განჭვრეტა, თუ როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხში, როცა იგი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი გახდება. ამ კითხვაზე რაციონალური პასუხი არ არსებობს. „ყველანაირი პასუხი ასეთ კითხვაზე წმინდა წყლის მკითხაობას წარმოადგენს“, - ხაზი გაუსვა პროფესორმა.

„მე ამ ეტაპზე არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია იმისათვის, რომ ერთმნიშვნელოვანი დასკვნები გავაკეთ და ვამტკიცო, თუ როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი, როცა იგი თეთრი სახლის ოვალურ  კაბინეტს დაიკავებს. დონალდ ტრამპი არაპროგნოზირებადი პოლიტიკოსია და ასეთი მოქმედება მის შეგნებული სტრატეგიას წარმოადგენს. მის განცხადებებში მე ვერ შევამჩნიე ისეთი რამ, რომელიც რაღაც კონცეფციაზე მინიშნება ყოფილიყო ომის შეწყვეტის მიზნით. კი, იგი აცხადებს - „ომს 24 საათში შევწყვეტო“, მაგრამ როგორ, რა გზებით და მოქმედებით? კონცეფცია - გადაწყვეტის პროცესი - არც დონალდ ტრამპს აქვს, არც ჯო ბაიდენს და საერთოდ, არავის“, - თვლის პროფესორი ზბიგნევ ლევიცკი.

წყარო: https://dorzeczy.pl/opinie/571668/wojna-ukraina-trump-prof-lewicki-badzmy-realistami.html

 

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის