USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა
თარიღი:  722
ვაკის რაიონში, ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ სკვერი და სპორტული მოედანი ეწყობა.
3000 კვადრატული მეტრი ფართობის სივრცე შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, მოეწყობა დასასვენებელი პავილიონი, სპორტული მოედანი, ფიტნეს ზონები, საბავშვო მოედანი.
მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.
„ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ირგვლივ ბევრი საცხოვრებელი კორპუსია. გვინდა, რომ აღნიშნული ტერიტორია, რომელიც, დაახლოებით, 3 000 კვ. მეტრია, სრულად მოვაწესრიგოთ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები, დაირგვება ხე-მცენარეები, ტერიტორია გამწვანდება, ბავშვებისთვის მოეწყობა ატრაქციონები, ასევე, გამოიყოფა სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდება განათებისა და სარწყავი სისტემები. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, ორი თვე დასჭირდება”, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტს ვაკის რაიონის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოების ღირებულება 960 000 ლარია.
დედაქალაქის მერთად ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი და კახა გულედანი, ასევე, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე იმყოფებოდნენ.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის