USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნუცუბიძის IV მ/რ-ში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები მოეწყო
თარიღი:  985
კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მორიგი კომბინირებული დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია ნუცუბიძის IV მ/რ-ის N24 და N29 კორპუსების მიმდებარედ დასრულდა.
ჯამში, 3 000-მდე კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე სკვერები შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. N29 კორპუსთან მოეწყო დასასვენებელი პავილიონი, საბავშვო-გასართობი მოედანი, N24 კორპუსთან კი განახლდა არსებული მინი ამფითეატრი, ასევე, მოეწყო საბავშვო ზონა. ორივე სკვერში სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები.
პროექტების დასკვნით ეტაპზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ორივე სივრცეში, ჯამში, 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგა.
სამუშაოები, ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ლაგომ“ განახორციელა.
დასრულებული პროექტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ტყემალაძემ და ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ტურძელაძემ გახსნეს.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის