USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ნუცუბიძის IV მ/რ-ში ამფითეატრი, საბავშვო-გასართობი მოედანი და დასასვენებელი პავილიონი მოეწყო
თარიღი:  861
ვაკის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. გამწვანებული კეთილმოწყობილი სივრცეების შექმნა გამგეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სრულდება საზოგადოებრივი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნუცუბიძის IV მ/რ-ის N23-24 კორპუსებთან. ტერიტორია ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნით განახლდა. სივრცე რამდენიმე სხვადასხვა ზონად დაიყო, მოეწყო ამფითეატრი და ტერიტორია შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.
 
N29 კორპუსთან მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დასასვენებელი პავილიონი. ორივე სკვერში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები.
სამუშაოების დაწყებამდე სარეაბილიტაციო პროექტები ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმდა.
 
ადგილობრივ მცხოვრებლებთან მსგავსი პროექტების რეაბილიტაციამდე განხილვა მნიშვნელოვანია მოსახლეობის საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფის, ასევე, მიმდინარე პროექტებზე მათი მოსაზრებების მოსმენისა და გათვალისწინების თვალსაზრისით.
მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის