USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნუცუბიძის III მიკრორაიონში საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თარიღი:  806
ნუცუბიძის III მიკრორაიონის I კვარტლის N11 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთო სარგებლობის კიბის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებისას კიბის მოპირკეთების და მოაჯირის გარდა, ასევე განათების ქსელი ეწყობა. საერთო სარგებლობის კიბის განახლება მნიშვნელოვანია აღნიშნული ტერიტორიის მცხოვრებლებისთვის, რადგან ის ფეხით მოსიარულეთათვის საკმაოდ დიდ მანძილს ამცირებს.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ვაკის რაიონის გამგებელი, დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურასა და სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში მიმდებარედ არსებული დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაციის მიზნით, ტერიტორიის დაპროექტების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მოქალაქეები პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის