USD 2.7545
EUR 3.1363
RUB 3.3460
Тбилиси
ნურსულთან ნაზარბაევის 100-მილიარდიანი ქონება
дата:  5584

ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი „ერის ლიდერის“ ტიტულის მფლობელის პირადი ცხოვრება „ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო საიდუმლო“ გახლავთ. ამ თემაზე ნებისმიერი დისკუსია ისჯება კანონით. ქვეყნის მუდმივ ლიდერს სძულს, როდესაც საზოგადოება განიხილავს მის ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს, ოჯახთან დაკავშირებით და ყველაფერი გაცხადდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაზარბავების იჯახის ყოფილმა სიძემ, რომელიც ახლა პოლიტიკურ დევნილად ითვლება, გაბედა არსებული მდგომარეობისთვის საიდუმლოების ფარდის ახდა. მან განაცხადა, რომ ჰქონდა ყოველი სიტყვის ფაქტობრივი დადასტურება.

 

ნურსულთან აბიშევიჩ ნაზარბაევი დაიბადა 1940 წლის 6 ივლისს, ყაზახეთის სსრ ალმა-ათას რეგიონის კასკელენის რაიონის სოფელ ჩემოლგანში, აბიშისა და ალჟანის ოჯახში, რომლებიც მუშაობდნენ სოფლის მეურნეობის სფეროში. ბავშვობაში ნურსულთანი მუშაობდა თავისი ოჯახის გამოსაკვებად (მშობლები, ბებია, უმცროსი ძმები და დები, მამის დისშვილი და დედის დისშვილი). ნურსულთანმა ხეხილის ვეგეტაცია ისწავლა და ვაშლითა და მსხლით ამარაგებდა ალმა-ათას ბაზარს. მოჰყავდა კარტოფილი და სამყურა. მან დიდი გზა გაიარა უბრალო მშენებლიდან სახელმწიფოს მეთაურამდე.
ნაზარბაევის პირველი და გარკვეულ დრომდე ოფიციალური მეუღლე, სარა ალფისოვნა არის ინჟინერ-ეკონომისტი. ამჟამად ის არის ბობეკის საერთაშორისო ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი. ნაზარბაევს ჰყავს სამი ქალიშვილი, თუმცა ცნობილია, რომ ჰყავს „უკანონო“ შვილებიც. ერთ-ერთი მათგანი ყაზახეთის უმდიდრესი ქალია, ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, პირადი ქონება 1,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული (No 938 მსოფლიოში და მე-4 ყაზახეთში).

 

 

ცნობილია, რომ მეუღლის, სარას გარდა, ნურსულთან ნაზარბაევი დიდხანს თანაცხოვრობდა სხვა ქალთან, გულნარა რაკიშევასთან, რომელიც ოფიციალური მეუღლის მსგავსად, გარკვეულწილად მართავდა ქვეყანას. პრეზიდენტის ბოლო გრძელვადიანი „შენაძენი“ იყო ასეელ ისაბაევა, რომელიც სპეციალურად მისთვის იპოვეს და „მის ყაზახეთი“ გახადეს. ამბობენ, რომ სწორედ მასთან აპირებს პრეზიდენტი ურთიერთობების დაკანონებას.

გარდა ამისა, ნურსულთან ნაზარბაევის პირადი ცხოვრება სავსეა ერთჯერადი შეხვედრებით ახალგაზრდა გოგონებთან. ყოფილი სიძე ამბობს, რომ ყაზახეთის მთელი ხელისუფლება 16-დან 18 წლამდე გოგონებს ანიჭებს უპირატესობას. მათ სპეციალურად მათი საწოლებისთვის არჩევენ, პრეზიდენტის პირადი და მუდმივი თანაშემწეები.

ნურსულთან ნაზარბაევი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ხელისუფლების ორი რეკორდსმენიდან ერთ-ერთია. ის 1989 წლიდან არის რესპუბლიკის პირველი პირი. მასზე უფროსი მხოლოდ უზბეკეთის პრეზიდენტი, ისლამ კარიმოვი იყო, რომელიც თანამდებობას 2016 წლამდე - სიკვდილამდე იკავებდა.  თავისი ქონებით ის მე-10 ადგილზეა პლანეტის უმდიდრესი და ყველაზე ძლიერი მმართველების რეიტინგში, თავიანთ ქვეყნებში შეუზღუდავი ძალაუფლებით, რომელიც შედგენილია Handelsblatt-ის მიერ. პრეზიდენტის ოჯახს ჰყავს ორი მილიარდერი - ქალიშვილი და სიძე და რამდენიმე მილიონერი (პირველი ქალიშვილი და შვილიშვილი ნურალი ალიევი); ყოფილი სიძე, რახათ ალიევი და ბულატ ნაზარბაევის ძმა. ნაზარბაევის კლანის ქონება 7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ნაზარბაევის  სახელს ატარებს ქუჩები იორდანიაში, თურქეთში, ჩეჩნეთში, ყაზანში. ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ლიცეუმიც მის სახელს ატარებს. ასევე, უნივერსიტეტი, სკოლები, სამთავრობო სააგენტო „ნაზარბაევის ცენტრი“, პარკი აქტობეში, ტიტების ჯიში. ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავს სიკვდილით დასჯის მუხლს, ქვეყნის პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფისთვის, თუნდაც ამ ქმედებებს არ მოჰყვეს სიკვდილი. 

ასევე ნახეთ ვიდეო - ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლის ჩამოგდება

 

ნურსულთან ნაზარბაევი 30 წლის განმავლობაში მართავს ყაზახეთს. ამ ხნის განმავლობაში მისმა ოჯახმა მოახერხა უძრავი ქონების შეძენა ასობით მილიონ დოლარად, მთელ მსოფლიოში. ყოფილი პრეზიდენტის ნათესავები - ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები იკავებენ სამთავრობო პოსტებს, მართავენ დიდ კომპანიებსა და ბანკებს და ფლობენ უზარმაზარ სამრეწველო საწარმოებს. 

ისინი ფლობენ ძვირად ღირებულ სახლებს, ციხესიმაგრეებს, შალეებს, აპარტამენტებსა და ვილებს ასობით მილიონ დოლარად, მსოფლიოს ექვს ქვეყანაში: ლონდონის გარეუბანში, ესპანეთის კურორტებზე, შვეიცარიის ტბებთან და მანჰეტენის ცათამბჯენებს შორისაც კი.

ნაზარბაევების ოჯახის უძრავი ქონების მთლიანი ღირებულება 800 მილიონი დოლარია.
2007 წლიდან, ყოველ ზაფხულს ნურსულთან ნაზარბაევის ოჯახი ესპანეთში, კოსტა ბრავაზე მდებარე მდიდრულ მამულში მიდის. სასახლე 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართობით, აშენდა და შემოღობილია ნაკრძალის ორ მყუდრო ყურეს შორის, მიუხედავად ადგილობრივი ეკოლოგების აღშფოთებისა. გარდა ამისა, რამდენიმე წლის განმავლობაში მეპატრონეებმა განზრახ დაბლოკეს სამკვიდროს გვერდით მდებარე საზოგადოებრივი გზის მონაკვეთზე მისასვლელი.

 

 

მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი დაახლოებით 20 ჰექტარია. აქ არის სამი კორპუსი, რამდენიმე საცურაო აუზი, ოცამდე აბაზანა, დისკოთეკა, სპა, თეატრი და ავტოფარეხი მდიდრული მანქანებისთვის. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ განუცხადეს ჟურნალისტებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში მუდმივად ხედავენ მდიდრულ იახტებს. ნაზარბაევის შუათანა ქალიშვილი, დინარა კულიბაევა ხშირად დაბადების დღეს აღნიშნავს და ზოგჯერ მამამისიც დაფრინავს წვეულებებზე.

კულიბაევა და მისი მეუღლე უმსხვილესი ყაზახური ბანკის „ჰალიკის“ თანამფლობელები არიან. ესპანეთში უძრავი ქონების გარდა, მას აქვს ჟენევის მახლობლად მდებარე ბელერივის ციხე, რომელიც 2019 წელს 63 მილიონ დოლარად იყიდა. მე-17 საუკუნის სასახლე ქვის ფასადით და ორი კვადრატული კოშკით აღიარებულია ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ ძეგლად.

კულიბაევა ასევე ფლობს სხვა რეზიდენციას 75 მილიონ დოლარად თვით ქალაქში. ეს 3 დონის ვილა აღჭურვილია პეპლის ფორმის კიბეებით და 25-მეტრიანი აუზით, ჟენევის ტბის ულამაზესი ხედებით. 2009 წელს მისი შეძენის შემდეგ დინარამ განმარტა, რომ სასახლე მას ოფიციალური მიღებებისთვის სჭირდებოდა.

დაახლოებით 2,5 მილიარდ დოლარად შეფასებული ქონებით, დინარა ნაზარბაევა შედის Forbes-ის სიაში, როგორც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი.
თუმცა, ყველაზე ცნობილია ნაზარბაევის სამი ქალიშვილიდან უფროსი - დარიგა, რომლის ქონებაც ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს. 1980-იან წლებში იგი დაქორწინდა დიპლომატი რახათ ალიევზე, წყვილს სამი შვილი შეეძინა, მაგრამ სიყვარულის ისტორია სამწუხაროდ დასრულდა: 2007 წელს სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პრეზიდენტის სიძის წინააღმდეგ, „ნურბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ჟოლდას ტიმრალიევის გატაცებაში მონაწილეობის ბრალდებით. ალიევი ავსტრიაში გაიქცა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ქორწინება ჩაიშალა და თავად ტიმრალიევი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ადგილობრივი ოპოზიციური მედიის ცნობით, თავად ნურსულთან ნაზარბაევის ქონება 100 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 

ყაზახეთის მეთაურმა ყურადღება დიდ ბრიტანეთსაც მიაპყრო: 13 წლის წინ 50 მილიონ ფუნტად შეიძინა სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სახლი - ტოპრაკის სასახლე ჩრდილოეთ ლონდონში.

მისი შვილები ასევე ფლობენ ქონებას გაერთიანებულ სამეფოში. ქალიშვილი დარიგა და მისი უფროსი ვაჟი ნურალი ფლობდნენ სახლს ლონდონში, ბეიკერის ქუჩაზე, სადაც მდებარეობს არტურ კონან დოილის ნამუშევრების გმირის,  შერლოკ ჰოლმსის ბინა. გარდა ამისა, მათ ეკუთვნოდათ რამდენიმე სხვა შენობა და მიწა ბეიკერის ქუჩაზე, რომლის ღირებულებაც 140 მილიონ ფუნტზე მეტია.

ბრიტანეთის ხელისუფლებამ „დააპატიმრა“ ნაზარბაევების ზოგიერთი ქონება, როგორც „გაუმართლებელი სიმდიდრე“. ქონება რეგისტრირებული იყო სამ ოფშორულ კომპანიაში: პანამაში, ბრიტანულ ანგილასა და ანტილის კუნძულებზე. მოგვიანებით, ყაზახეთის ლიდერის ქალიშვილმა და შვილიშვილმა სასამართლოში გაიმარჯვეს და ქონება 100 მილიონ დოლარად დაიბრუნეს. 
გარდა ამისა, ნაზარბაევის ოჯახმა შეიძინა ქონება კანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში. 30 მილიონ ევროდ იყიდეს ოთხდონიანი კორპუსი სვეტებით, გარე აუზი, ოთხი მისაღები ოთახი, შვიდი საძინებელი გასახდელებით, სამი სამზარეულო, ორი დარბაზი და ორი ღვინის მარანი. Residence La Tropicale აშენდა მე-19 საუკუნის ბოლოს, ბორცვის სამხრეთ კალთაზე, რომელიც გადაჰყურებს ხმელთაშუა ზღვას.

ეს ქონება აღმოჩნდა სამართლებრივ დავაში ნაზარბაევის ძმის, ბოლატისა და მისი ყოფილი მეუღლის, მაირა კურმანგალიევას განქორწინების დროს. გარდა ამისა, სამართალწარმოებისას ცნობილი გახდა, რომ ბოლატის შვილმა, მაირას ვაჟმა დანიარ კესიკბაევმა ფლორიდაში ფეშენებელური ბინა შეიძინა. ბინა სამი საძინებლით, ხუთი სველი წერტილით და პანორამული აივნით ატლანტის ოკეანის ულამაზესი ხედებით მას 3,4 მილიონი დოლარი დაუჯდა. გამოძიებამ ასევე გამოავლინა 50 მილიონ დოლარზე მეტი პრემიუმ მანჰეტენის უძრავი ქონება და ძვირფასეულობა. შედეგად კესიკბაევმა მთელი ქონება მამინაცვალს გადასცა.

ნაზარბაევის კლანის ირგვლივ მორიგი სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც სახელმწიფოს მეთაურის 29 წლის შვილიშვილმა აისულთანმა ბრიტანეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. მანამდე ახალგაზრდამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ოჯახის ეშინია, მისი გატაცება სცადეს და ის არა შვილიშვილი, არამედ პრეზიდენტის შვილია.

აისულთანმა დაამთავრა ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემია სანჰჰერსტში. კოკაინზე დამოკიდებულების გამო ის პერიოდულად ატარებდა დროს ევროპის ნარკოკლინიკებში. 2020 წლის აგვისტოში აისულთანი გარდაცვლილი იპოვეს ლონდონში. დოკუმენტების მიხედვით, სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა, რაც კოკაინით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

29 წლის აისულთან ნაზარბაევი ელბასის უფროსი ქალიშვილის, დარიგა ნაზარბაევის ვაჟია. 

აისულთანი ამტკიცებდა, რომ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ჰპარავდა რუსეთისა და ყაზახეთის ხელისუფლება ყოველწლიურად 1,5 მილიარდ „გაზს“ ყაზახებს. 

აისულთანმა არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება, სოციალურ ქსელებში თავისი უცნაური პოსტებით. მაგალითად, მან აღიარა, რომ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და აღნიშნა, რომ მკურნალობის კურსს გადიოდა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ იმ პერიოდში როცა მის ბეისბუკზე ასეთი პოსტები იწერებოდა, ის სოციალურ ქსელს არ იყენებდა, რადგან ციხეში იყო. ამ დროისთვის მის ანგარიშს, სავარაუდოდ, იყენებდა მისი დედა და ყაზახეთის KNB-ის ყოფილი თავმჯდომარე, ალნურ მუსაევი. იმავე დღეს მან დაწერა, რომ სინამდვილეში ნურსულთან ნაზარბაევი მისი ბაბუა კი არ იყო, არამედ მისი მამა: „დედაჩემს ბაბუაჩემი ანკესზე ჰყავდა, რადგან მე მისი შვილიშვილი კი არა, შვილი ვარ“.

პერსონალური მონაცემებით, ნურსულთან ნაზარბაევის მეუღლე სარა ალტისოვნა ნაზარბაევაა, მაგრამ სინამდვილეში, პრეზიდენტი დიდი ხანია განქორწინებულია მასთან, მაგრამ ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში და საგულდაგულოდ იმალებოდა.

 

იმისათვის, რომ ეს ყველაფერი არ გამხდარიყო ზოგადი განხილვის საგანი, სარა ალტისოვნა მთელი ამ ხნის განმავლობაში შინაპატიმრობაში იმყოფებოდა და თუ ზოგიერთი ოფიციალური ღონისძიების ოქმის მოთხოვნით იყო საჭირო, მხოლოდ იქ ჩნდებოდა.
მეტიც, თერთმეტი წლის წინ, ყაზახეთში მთელი სკანდალი ატყდა მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ პრეზიდენტს უმცროსი ცოლი ჰყავდა. ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსი ცოლი, გულნარა რაკიშევა, ოდესღაც საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტგამცილებელი იყო. პრეზიდენტის რომანი გულნარასთან მრავალი წელი გაგრძელდა. თავიდან მალავდნენ ურთიერთობას, რადგან კანონიერმა მეუღლემ მათ ბევრი დაბრკოლება შეუქმნა. თუმცა, როდესაც ნურსულთან ნაზარბაევის უმცროსმა მეუღლემ ორი ქალიშვილი გააჩინა, მან გადაწყვიტა, რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა. მეორე ოჯახისთვის მან ააშენა ახალი სახლი ასტანაში და თხუთმეტი მილიონი დოლარი გამოუყო ყოფილ კანონიერ მეუღლეს, სარა ალტისოვნას.

სანამ ის ნურსულთან ნაზარბაევის კანონიერი ცოლი იყო, სარა ალტისოვნამ ქმარზე დიდი გავლენა მოახდინა და მან ბევრი გადაწყვეტილება მიიღო მის ნაცვლად. 

პრეზიდენტის მეორე მეუღლესაც ადვილად შეეძლო მისით მანიპულირება და აიძულა კიდეც, რომ მამამისი რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გამხდარიყო. გარდა ამისა, გულნარას შეეძლო სხვა საკადრო საკითხების მოგვარებაც.

ყაზახეთის პრეზიდენტის ცხოვრება საიდუმლოებით არის დაფარული, მაგრამ ყველაფერი საიდუმლო, ადრე თუ გვიან, ყოველთვის აშკარა ხდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნურსულთან ნაზარბაევს კიდევ ერთი ცოლი ჰყავდა - ახალგაზრდა ქალი, სახელად ასეელ ისაბაევა. 

 

ყაზახეთის პრეზიდენტის მესამე მეუღლემ მას ვაჟი გაუჩინა, ახლა კი ნურსულთან ნაზარბაევი ხუთი ქალიშვილისა და ორი ვაჟის მამაა.

культура
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати