USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ნინო წერეთელი - თბილისის დამანგრეველი მიწისძვრების ქრონოლიგია და მოსალოდნელი საფრთხეები
თარიღი:  1409
თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის, სეისმური საშიშროებისა და მრავლობითი ბუნებრივი კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე თბილისის დამანგრეველი მიწისძვრების ქრონოლიგია და მოლოდინების შესახებ საუბრობს.
"თბილისი პოსტი" გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
თბილისის დამანგრეველი მიწისძვრების ქრონოლიგია
- კვლევებმა დაადგინეს, რომ XIII საუკუნის მიწურულს, 1275 წელს მცხეთაში ადგილი ჰქონდა მიწისძვრას მაგნიტუდით 6.5, რომლის ინტენსივობა 9 ბალს შეადგენდა და რომლის შედეგადაც ქ. მცხეთაში ჩაინგრა სამთავროსა და სვეტიცხოვლის ტაძრების გუმბათები.
თბილისის ისტორიული ცენტრი მცხეთიდან 15 კმ-ით არის დაშორებული და ე.ი. მცხეთასთან წარმოშობილ 9-ბალიან მიწისძვრა თბილისში მინიმუმ 8 ბალამდე ეფექტი ექნებოდა. სურ. 1,2,3 და 4 წარმოდგენილია მცხეთის მიწისძვრის აღწერა, ინტენსივობის განაწილების სურათი და წყაროები
- 1896 წლის 22 სექტემბრს ადგილი ქონდა მიწისძვრას მაგნიტუდით 6.3. ამ მაგნიტუდას იძლევა მაშინდელი საერთაშორისო ქსელი, რომელიც საკმაოდ უხეში იყო. მაკროსეისმური შეფასებებით ამ მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 5.6
ამ მიწისძვრამ ეპიცენტრში გამოიწვია გრუნტის რყევები 7.5 ბალით.
მაშინ თბილისელებს გაუმართლა რადგან მიწისძვრის ჰიპოცენტრი იყო ღრმად 25 კმ-ზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გრუნტის რყევები ზედაპირზე.
სურ 5 და 6 ზე წარმოდგენილია აღწერები, წყარო და ინტენსივობის განაწილების სურათი.
- 2002 წლის 25 აპრილის თბილისის მიწისძვრა
მაგნიტუდით 4.6, ბალი (7-8).
ეს მიწისძვრა ქალაქის ტერიტორიაზე წარმოიშვა ზედაპირთან ახლოს 5-6 კმ-ზე.
როდესაც გრუნტის რყევების შეფასება ხდება ბალიანობით ყურადღება ძირითადა ექცევა სხვადსახვა კლასისი შენობების დაზიანების ხარისხს და მათ რაოდენობას.
ზოგჯერ დაუსახლებელ ადგილზე კი გრუნტმა შეიძლება უჩვენოს უფრო დიდ ბალი.
მაკროსეისმური ინტენსივობის უძლიერესმა სპეციალისტმა ბატონმა თემურ მუხაძემ პირველ რიგში საფლავები შემოიარა, რადგან მიწისძვრის შედეგად საფლავის ქვების გადაადგილება მაჩვენებელია 8 ბალის და მან დიდუბის პანთეონის ტერიტორიაზე ასეთი ადგილებს მიაგნო სურ. 7.
-ამიტომაც 2002 წლის მიწისძვრა შეიძლება 8 ბალად ჩავთვალოთ დიდუბე- ჩუღურეთის გარკვეულ ტერიტორიაზე. ძირითადად კი 7 ბალი დაფიქსირდა
ამ მიწისძვრას წინ უსწრებდა 5 ფორშოკი, რომელთაგანაც ორი თბილისელებმა შეიგრძნეს (11 04 2002, MS = 3.7 and 21 04 2002, MS = 2.0).
ამ ორი მიწისძვრის ინტენსივობა იყო 5 და 6 ბალი.
მხოლოდ პირველ კვირაში ძირითადი ბიძგის მერე დაფიქსირდა 368 მდე აფტერშოკი საიდანაც 10 მიწისძვრა თბილისელებმა შეიგძნეს.
25 აპრილიდან - დეკემბრამდე დაფიქსირდა 1122 მოვლენა თბილისის სეისმოლოგიის ობსერვატორიაში (Akhalbedashvili et al., 2004).
- ეს იყო საკმაოდ სუსტი მიწისძვრა თავისი სიდიდით მიწისძვრების სკალაში , რომელიც კარგად ნაშენებ ქალაქს საერთოდ არ უნდა ეგრძნო
მთლიანი სეისმური პროცესის აღქმისთვის სურ 8. წარმოდგენილია მარტივი სქემა თბილისის ძირითადი მიწისძვრებისთვის გარდა ძალიან სუსტისა. წრეები მიწისძვრებია. მათი ზომა უთითებს მათ მაგნიტუდას, რომელი ნაჩვენებია ლეგენდაზე. კბილებიანი ხაზები აქტიური რღვევებია.
ასე რომ თბილისში მოსალოდნელია მიწისძვრები როგორც მის უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში ასევე უშუალოდ დედაქალაქის ტერიტორიაზე, რომლებმაც შეიძლება განავითაროს 8 ბალი
თუ გავითვალისწინებთ შესაბამისობას ინტენსივობასა და პიკურ აჩქარებებს შორის, 0.17g რაზედაც ხდება შენობების გათვლა თბილისისთვის შვიდი ბალიც კი არ არის. სურ. 9
ეს კი ნიშნავს რომ შენობები ისევ 7 ბალზე შენდება.
უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილეთ შემდეგ სტატიებში.
ლიტერეტურა:
1. Varazanashvili, O., Tsereteli, N., Tsereteli, E. (2011) Historical earthquakes in Georgia (up to 1900): source analysis and
catalogue compilation. Monograph, Pub. Hause MVP, Tbilisi, 39–40
 
 
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის