USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ნინო წერეთელი - ჩვენ გვემუქრება ზოგადად ძლიერი მიწისძვრები
თარიღი:  1118
თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის, სეისმური საშიშროებისა და მრავლობითი ბუნებრივი კატასტროფების ცენტრის ხელმძღვანელი, დოქტორი ნინო წერეთელი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე საქართველოში მოსალოდნელი მიწისძვრების შესახებ საუბრობს.
"თბილისი პოსტი" გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
დღეს მოკლედ გეტყვით რა გველოდება მომავალში ოღონდ როდის არ ვიცი.
სურათზე წარმოდგენილია ისტორიული მიწისძვრები. აქ არ შედის გორის, რაჭის , ბარისახოს და ა.შ. ძლიერი მიწისძვრები.
ისტორიული მიწისძვრის ცოდნის ღირებულება იმაშია, რომ თუ ჩვენ გვქონდა ამა თუ იმ სტრუქტურაზე ძლიერი მიწისძვრა, მომავალშიც გვექნება.
ლურჯი ბურთები მიწისძვრებია. მისი ზომა მაგნიტუდას შეესაბამება და მითითებულია ლეგენდაზე, თარიღი კი მოხდენის წელს აჩვენებს.
ხედავ ალბათ რომ თბილისს ჩრდილოეთით მაგნიტუდა 7 მიწისძვრა ემუქრება რომელიც 1275 წელს მოხდა. დიდი დრო გავიდა და ეს ეს სექტორი ავის მომასწავლებლად დუმს საუკუნეებია.
სამხრეთით თბილისის 1896 წლის მიწისძვრა მაგნიტუდა 6.3 რომელმაც მოგვცა 7.5 ბალი, ხოლო ცენტრში 2002 წელს სუსტმა მიწისძვრამ მოგვცა პატარა ზონაზე მაგრამ მაინც 8 ბალი.
ასე რომ ჩვენ გვემუქრება ზოგადად ძლიერი მიწისძვრები და თბილისში კი 8 ბალიანი მიწისძვრა.
თბილისზე უფრო დეტალურად მომდევნო პოსტში ვისაუბრებ ოღონდ არ ვიცი როდის.
მანამდე კი ამ სურათით დატკბით."
მიყევით ბმულს - ნინო წერეთელი
საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის