ნინო გიუნაშვილის ოჯახი საფრანგეთში საცხოვრებლად 2005 წელს გადავიდა. ნინომ 12 წლის ასაკში დაიწყო სწავლა ფრანგულ კოლეჯში, ქალაქ რეიმსში. იურიდიული მიმართულებით ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ საჯარო სამართლის მაგისტრი გახდა.
დღეს ის ოფიცრის წოდებით წარმატებით აგრძელებს სწავლას საფრანგეთის ჟანდარმერიის ეროვნულ სკოლაში. ამ ნაბიჯით საშუალება მიეცა ჩამდგარიყო ქვეყნის სამსახურში და გამოეხატა მადლიერება საფრანგეთისთვის.
ნინო გიუნაშვილმა, როგორც წარმატებულმა ოფიცერმა, 14 ივლისს მონაწილეობა მიიღო კონკორდის მოედანზე ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.
წყარო:https://www.facebook.com/speechmedia/
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.