USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ნიკოლოზ სამხარაძე - ბატონმა ვაშაძემ, რომელიც ყველაზე გამოცდილი დიპლომატია ოპოზიციურ სპექტრში, გადაწყვიტა, რომ ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს
თარიღი:  853

„ქართული ოცნების" წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე გამოცდილი დიპლომატია და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს. ამის შესახებ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ვაშაძის განცხადება ნათელყოფს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება და შიდა დაძაბულობაა.

„ბატონი ვაშაძის განცხადება ცხადყოფს, რომ ოპოზიციაში განხეთქილება და შიდა დაძაბულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ვაშაძე ჩვენი ოპონენტია, ის გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკოსია. შესაბამისად, ძალიან კარგად ხვდება, რომ თავდასხმები, ისტერია, მართლაც ანტიდასავლურია. ესაა ჩიხი, გზა არსად. შესაბამისად, ბატონმა ვაშაძემ, რომელიც ყველაზე გამოცდილი დიპლომატია ოპოზიციურ სპექტრში, გადაწყვიტა, რომ ის ხომალდი, რომელიც იძირება, დროზე ადრე დატოვოს", - განცხადა სამხარაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის