USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
თბილისი
ნიკოლოზ კახეთელიძე: „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილს, თბილისსაც საკუთარი წვლილი შეაქვს“
თარიღი:  

“ჩვენ ცივილიზებული სამყაროს წევრები ვართ და თუ გვინდა, რომ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, საკუთარი ქალაქიდან უნდა დავიწყოთ”- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ კახეთელიძემ თბილისში მიმდინარე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმზე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა.

როგორც ნიკოლოზ კახეთელიძემ განაცხადა, ლოკალური, თუ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში ყველა ადამიანს საკუთარი წილი პასუხისმგებლობა აკისრია. „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, როგორც ცივილიზებული სამყაროს ნაწილს, თბილისსაც საკუთარი წვლილი შეაქვს. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული ის გამოწვევები, რაც დღის წესრიგში დგას, როგორც მთელი მსოფლიოს, ასევე, დედაქალაქის წინაშე. კარგად გვესმის, რომ ქალაქი რთული ცოცხალი ორგანიზმია და მის ურბანიზაციას ყოველთვის თან ახლავს მცირე თუ დიდი გამოწვევები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ადამიანები და არა კედლები ქმნიან ქალაქს“ და, შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ადამიანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია ლოკალური თუ გლობალური გამოწვევების გადაწყვეტის გზების ძიების პროცესში“- განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მუნიციპალურ დონეზე სივრცით მოწყობაში ადგილობრივი ორგანოების მნიშვნელობაზე; მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში სივრცითი დაგეგმარების როლსა და სივრცითი დაგეგმარების ძირითად ელემენტებზე. ამას გარდა, ნიკოლოზ კახეთელიძემ მწვანე სივრცეების შექმნის მნიშვნელობაზე, მდგრად ტრანსპორტირებაზე, მიწის ეფექტიან გამოყენებასა და გამძლე ინფრასტრუქტურის აუცილებლობაზე ისაუბრა.

თბილისის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი სახელწოდებით „ჯანსაღი ქალაქი - მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“ გუშინ გაიხსნა და დღეს დასრულდება.

თბილისი
დღეიდან მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მგზავრთა მომსახურება განახლდა

მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრთა მომსახურებას დღეიდან განაახლებს, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს.

 „რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

 გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ.

 მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.