USD 2.7068
EUR 3.1532
RUB 3.3525
Тбилиси
ნიკოლოზ გამყრელიძე -"აგვისტოში იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში"
дата:  585

სს სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის ჯგუ­ფის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვაჟი, ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე ბოლო პე­რი­ო­დის ეპიდ­ვი­თა­რე­ბას აფა­სებს და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

"4216 ახა­ლი შემ­თხვე­ვა დღეს და 38 გარ­დაც­ვლი­ლი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე. ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა 41 249, სა­ი­და­ნაც 6 426 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს ჰოს­პიტ­ლებ­ში. ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ჯა­მურ აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვებ­თან 15.5%. რომ გვეს­მო­დეს, ამა­ზე ქვე­მოთ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლის და­წე­ვა აქ­ტი­ურ შემ­თხვე­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­თვის (ინ­ფი­ცი­რე­ბის ეს ტემ­პი თუ გაგ­რძელ­და) უნდა მოხ­დეს ახა­ლი სა­წო­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რომ­ლის დიდი რე­სურ­სიც ქვე­ყა­ნას უბ­რა­ლოდ აღარ აქვს ფი­ზი­კუ­რად. ამით იმის თქმა მინ­და, რომ დღეს სის­ტე­მა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლად მუ­შა­ობს იმ კრი­ტი­კულ ზღვარ­თან ახ­ლოს, რომ­ლის იქით უბ­რა­ლოდ ვე­ღარ შეძ­ლებს მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვას ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის. რაც არ უნდა მაგ­რად მო­ვემ­ზა­დოთ, უბ­რა­ლოდ ამ რა­ო­დე­ნო­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის სის­ტე­მა ვერ ეყო­ფა. (ამ წუ­თის­თვის ყვე­ლა ჩვე­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი კო­ვიდ სა­წო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­უ­ლი!)

ამას ემა­ტე­ბა ძა­ლი­ან დიდი ფი­ზი­კუ­რი და ემო­ცი­უ­რი გა­და­ძაბ­ვა ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, რო­მე­ლიც 18 თვეა უკვე ამ ომ­შია გა­ნუ­წყვეტ­ლივ... გა­ფიქ­რე­ბაც კი მზა­რავს, მაგ ზღვარ­თან რომ მი­ვი­დეთ, რა მოხ­დე­ბა… სამ­წუ­ხა­როდ ჩვე­ნი ექი­მე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბის გა­დარ­ჩე­ვა და­ი­წყონ იმის მი­ხედ­ვით, ვი­საც მეტი შან­სი ექ­ნე­ბა გა­დარ­ჩე­ნის (ალ­ბათ ხვდე­ბით, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ვინ­მეს მო­ნა­ყოლს და ჭო­რად მოს­მე­ნილს არ გიყ­ვე­ბით, ჩვე­ნი ჯგუ­ფი ახორ­ცი­ე­ლებს დღეს ყვე­ლა­ზე მეტი კო­ვიდ სა­წო­ლის, ისე­ვე რო­გორც იმუ­ნი­ზა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბის მი­წო­დე­ბას ქვეყ­ნის­თვის).

 

აგ­ვის­ტოს თვე­ში, უკვე ფაქ­ტია, რომ სამ­წუ­ხა­როდ, იმა­ზე მეტ ადა­მი­ანს დავ­კარ­გავთ ქვე­ყა­ნა კო­ვი­დის გამო, ვიდ­რე 13 წლის წინ რუსი ოკუ­პან­ტის აგ­რე­სი­ის დროს დავ­კარ­გეთ ომში... რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად რომ შევ­ხე­დოთ მდგო­მა­რე­ო­ბას და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ რე­ა­ლუ­რი კონ­ტექ­სტი, რაც გვაქვს (ნე­ბის­მი­ე­რი შემ­ზღუ­და­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბის ქმე­დი­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­ბა­ლი ალ­ბა­თო­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის, ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის, ჩა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის ფონ­ზე), გა­მო­სა­ვა­ლი გვაქვს იმა­ში, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გავ­ზარ­დოთ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ტემ­პი (კარ­გია დღეს რომ 23 000 ადა­მი­ა­ნი აიც­რა, თუმ­ცა არა­საკ­მა­რი­სი, ორ­ჯერ მეტი გვინ­და და ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ მო­ვინ­დო­მებთ, ვაქ­ცი­ნაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გამ­ტა­რი­ა­ნო­ბაც იზ­რდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, მარ­ტო ჩვე­ნი ჯგუ­ფის კომ­პა­ნი­ე­ბი აგ­ვის­ტო­ში გა­ვა­ორ­მა­გებთ დღე­ვან­დელ მო­ცუ­ლო­ბებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრი­გა­დე­ბის) და შე­ვეშ­ვათ დიდ ქორ­წი­ლებს და შეკ­რე­ბებს, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ­ში ბევ­რი ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ებ­ში ითარ­გმნე­ბა...

ეს არის, ჩემი აზ­რით, რაც შეგ­ვიძ­ლია ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჩვე­ნი­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­ვა­კე­თოთ, თუ გვინ­და რომ და­ვამ­თავ­როთ ეს მძი­მე ეტა­პი! (პირ­ბა­დის კე­თე­ბა­ზე აღარ შევ­ჩერ­დე­ბი) უკაც­რა­ვად გრძე­ლი პოს­ტის­თვის, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არაა სა­ხუ­მა­რო. სკეპ­ტი­კო­სე­ბი, იქ­ნე­ბი­ან ეს სა­ე­რო თუ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი შე­მიძ­ლია "ექ­სკურ­სი­ა­ზე" დავ­პა­ტი­ჟო რო­მე­ლი­მე ჩვენს კო­ვიდ ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში...

დი­დე­ბა 2008 წლის რუ­სეთ­თან ომში და­ღუ­პულ ჩვენ გმი­რებს! გაძ­ლე­ბა ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს!"

 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати