USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
Tbilisi
ნიკოლოზ გამყრელიძე - ვაქცინის შემოტანის საკითხი მხოლოდ ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს
Date:  1066

საკითხი, როდის შემოვა საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინის პირველი დოზები, ჯერ კიდევ ბუნდოვანებით არის მოცული. თარიღმა, რომელიც ბოლო პერიოდში ანონსდებოდა რამდენჯერმე გადაიწია. მიზეზიც არაერთი დასახელდა. იყო ტექნიკური პრობლემები, საბოლოოდ კი ქვეყანაში ვაქცინის შემოსავლის დაგვიანება მსოფლიოში შექმნილი დეფიციტით აიხსნა.

პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს და ვაქცინების კერძო არხებით შემოტანას გეგმავს კერძო სექტორი. კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან.

მათ შორისაა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიც”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ვაქცინის შემოტანასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ამბობს, რომ აღნიშული საკითხი ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს და პირდაპირ მწარმოებლებთან მოლაპარაკების ნაწილში მინისტრები უნდა იყვენენ ჩართულები.

“ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.”-აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველო ამ ეტაპზე 2 წყაროდან - COVAX-დან და ვაქცინების მწარმოებელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე ვაქცინების 3 ტრანშს ელის. ესენია 29 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა (COVAX-იდან) და 315 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა (COVAX-იდან), რომლის ჩამოსვლამაც დროში გადაიწია. ასევე პირდაპირი მოლაპარაკებებიდან ველოდებით 150 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა, არსებობს დათქმა რომ ვაქცინა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გვექნება, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელი არ გვიმტყუნებს.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way