USD 2.6859
EUR 2.8804
RUB 2.9145
თბილისი
ნიკოლოზ ჩხეტიანი - სამების ტაძარი ფონდი "ქართუსთვის" განსაკუთრებული და გამორჩეული პროექტია
თარიღი:  2507

2019 წლის 23 ნოემბერს თბილისის სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 15 წელი შესრულდა. საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტომ "თბილისი პოსტმა" რამოდენიმე ინტერვიუ მოამზადა ტაძრის მშენებლობის ისტორიასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ინტერვიუს ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანიანთან. ინტერვიუ მხოლოდ სამების ტაძრის მშენებლობით არ შემოიფარგლება და ბ-ნმა ნიკოლოზმა ფონდი "ქართუს" მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც უშუალოდ ეკლესია-მონასტრების აღდგენის საქმეს ეხება.

 ფონდი "ქართუ" სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში 1995 წელს ჩაერთო. ბიძინა ივანიშვილმა     შეჩერებული სამუშაოების გაგრძელება, ტაძრის მშენებლობის და კეთილმოწყობის დასრულება  საკუთარ თავზე აიღო.   იმის მიუხედავად, რომ ფონდის მიერ დაარსებიდან დღემდე დაახლოებით 900 მდე ეკლესია-მონასტრის და სხვა ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია მოხდა, რომლისთვისაც ფონდმა ძალიან დიდი რესურსი  გაიღო,  სამების ტაძრის მშენებლობა, რომელიც იყო გარდამტეხი მოვლენა 90 იან წლებში,  როგორც მნიშვნელობით, ასევე მასშტაბით, "ქართუსთვის" განსაკუთრებულ  პროექტად რჩება. ფონდი "ქართუ" აგრძელებს კონტრიბუციას სამების ტაძართან დაკავშირებით, ფონდის დაფინანსებით ხდება   სამების ტაძრის მოხატვა.    

- ბატონო ნიკოლოზ,  როგორ დაიწყო ფონდმა მუშაობა ამ პროექტზე და  როგორი იყო  ტაძრის  მშენებლობის სხვადასხვა ეტაპებზე  ფონდის ჩართულობა?

 - ფონდი "ქართუ" ძველი და დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს, და მას მერე შეუწყვეტილივ ახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტებს.  შეიძლება ითქვას, რომ "ქართუს" დაფუძნება  ემთხვევა  იმ პერიოდს, როდესაც იწყება სამების  ტაძრის მშენებლობა,  რომელიც  ჩვენი ფონდისთვის ერთ-ერთი  პირველი და  გამორჩეული პროექტია.   დაარსებიდან დღემდე "ქართუმ" განახორციელა  ბევრი მსხვილი და მასშტაბური პროექტი,  თუმცა სამების ტაძრის მშენებლობა, როგორც მისი შინაარსით, ასევე მნიშვნელობით, რა თქმა უნდა  მაინც განსაკუთრებულია. ეს არის ყველაზე დიდი ტაძარი, რაც კი აშენებულა საქართველოში, მან მოცულობით გაუსწრო  ძველ, ისტორიულ ტაძრებს, ალავერდს, სვეტიცხოველს. სამების ტაძრის სიმაღლე 101 მეტრია,  შესაბამისად, სამების ტაძარი საქართველოში არსებულ ტაძრებს შორის ყველაზე მაღალია და როგორც ვიცი, ის სიდიდით გამორჩეულია მსოფლიოს მართლმადიდებლურ ტაძრებს შორისაც. 

 სამების ტაძრის პროექტში ჩართვა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის  გადაწყვეტილება იყო.  მათი დამოკიდებულება ამ ტაძრის მიმართ განსაკუთრებული იყო და არის დღესაც.  ბატონი ბიძინა ესწრება ხოლმე დიდ წირვებს მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებზე, მაგრამ ის ასევე ხშირად სტუმრობს პატარა ტაძრებს  და საყრდებს რეგიონებში.  სხვა კუთხითაც, რომ შევხედოთ სამების ტაძარი არის ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისისთვის, სადაც ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა მიხვიდეთ, საკმაოდ ბევრი ტურისტია.  ტაძარი  მოუხდა  ჩვენი დედაქალაქის ლანდშაფტს  და დაამშვენა თბილისი. ტაძრის აშენება იყო მნიშვნელოვანი გარდატეხა იმ პერიოდისთვის  ადამიანების ცნობიერებაში.  იმ დროს   საზოგადოებაში იყო მძიმე, თითქმის სასოწარკვეთილი სიტუაცია, საჭირო იყო   ახალი, გამაერთიანებელი პროექტის დაწყება.  მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ პროექტის მიმართ ნეგატიურად იქნებოდა განწყობილი.  იყო   საუბრები, რა დროს ტაძარია, როცა ქვეყანას უჭირს, მე მესმის ეს დამოკიდებულება.  ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ეს არგუმენტი ყოველთვის იარსებებს  ქვეყნაში, სადაც ბავშვი შიმშილობს. 

Картинки по запросу სამების ტაძრის მსენებლობა 

-  რა თანხა იქნა  დახარჯული ფონდი "ქართუს" მიერ სამების ტაძრის  პროექტზე? 

- ამ პროექტში "ქართუს" კონტრიბუცია  საერთო ჯამში 90 %-ზე მეტია,   ფონდმა ამ პროექტის განხორციელებას  შეწირა 72  მილიონი ლარი, ეს იმ პერიოდისთვის, როცა ყველამ იცის როგორი  იყო ქვეყნის ბიუჯეტი, საკმაოდ დიდი თანხები იყო, თუმცა  დღეს,  ალბათ, ტაძრის მშენებლობა  ბევრად მეტი დაჯდებოდა.  ეს სამუშაოები წლების განმავლობაში გაგრძელდა, რაც ბუნებრივია.   ისტორიულად ტაძრების მშემებლობა  კიდევ უფრო ხანგრძლივად იწელება ხოლმე დროში მისი სპეციფიკიდან გამომდინარე,   400-500 წელია შენდება კელნის ტაძარი, რომელიც ჯერ კიდევ ითვლება, რომ  დასრულებული არ არის. რომ არა  ჩვენი ფონდის ჩართულობა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნებოდა.  ამ თანხაში შედის ყველაფერი:  აშენება, მოპირკეთება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ა.შ.   როგორც მე მაქვს ინფორმაცია  ტაძრისთვის სულ შეგროვდა 80 მილიონზე ოდნავ მეტი, აქედან 72 მილიონი იყო "ქართუს" თანხა, დანარჩენი დაფარა ცენტრალურმა და ადგილობრივმა  ბიუჯეტმა, პრეზიდენტის ფონდმა, მათ შორის   2  მილიონი ლარი იყო  მოსახლეობის შემოწირულობა.   ფონდი დღემდე  აგრძელებს სამების ტაძარში  კონტრიბუციას, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტაძრის მოხატვა, რაც საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოა, ხანდახან, ტაძრის მოხატვა მშენებლობის თანხის  ექვივალენტურიც შეიძლება იყოს. ეს არ არის თემა, სადაც ფონს გასვლა შეიძლება დაბალი ფასით.  სამების ტაძრის მოხატვას  ახორციელებს ამირან გოგლიძე, ის არის ძალიან   გამოცდილი ტაძრის მხატვრობაში და ძალიან ენდობა პატრიარქი.  მას უკვე ჰქონდა მოხატული კომპლექსში შემავალი რამდენიმე მცირე  ტაძარი და დღეს ახორციელებს დიდი ტაძრის მოხატვას.  მოიხატა საკურთხეველი, 1200 კვადრატული მეტრის ფართი.   სამების  ტაძრის   ფართი  23 ათასი კვადრატული მეტრია, შესაბამისად,   სამების ტაძრის მოხატვა  დაკავშირებული იქნება მილიონებთან.  ეს  თემა გარდა იმისა, რომ დაკავშირებულია დიდ თანხებთან, საკმაოდ გაწელილია დროში თავისი  სპეციფიკიდან გამომდინარე.  თუ ამუშავებ რამდენიმე ბრიგადას, ჩართავ სხვადასხვა მხატვრებს დაირღვევა სტილისტიკა,  მთელი ტაძარი უნდა ჩაისვას ხარაჩოებში, რაც გააჩერებს ტაძრის ფუნქციონირებას, რაც არ არის მიზანშეწონილი.  დიდი წირვების დროს სამხატვრო  სამუშაოების  გაგრძელება შეუძლებელია, ბევრი ნიუნსია,  რაც აუცილებლად არის გასათვალისწინებელი. 

 - ფონდი "ქართუს"   მიერ   წლების განმავლობაში  რეაბილიტირებული   და აღდგენილი იქნა 900  მდე ისტორიული ძეგლი და ნაგებობა,  ისტორიული ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაცია  "ქართუს" ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა,  როგორ ხდება   პროექტების პრიორიტეტულობის განსაზღვრა?

 - ეს მიმართულება "ქართუსთვის" ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიტყოდი, რომ ჩვენი "სავიზიტო ბარათი."  პირადად ჩემთვის, ყველა იმ პროექტებიდან, რასაც აქვს "ქართუს", ისტორიული ძეგლების პროექტები ყველაზე საყვარელი და ძვირფასია. ეს ხაზი, იმასთან შედარებით,  რასაც აკეთებს ფონდი, შესაძლოა თანხობრივად არ არის ყველაზე მასშტაბური,  ოღონდ არა იმიტომ რომ ჩვენ რაიმე სახის ეკონომიას ვაკეთებთ, პირიქით, არ გვაქვს არანაირი შეზღუდვა.  ბატონ ბიძინას უამრავჯერ აქვს ნათქვამი, რომ ამ თემას არ აქვს ბიუჯეტური შეზღუდვა, და ეს ჩვენი მოქმედების პრინციპია, მაგრამ არსებობს ადამიანური რესურსის ლიმიტი.   ფონდი  ყოველწლიურად აფინანსებს და აკეთებს დაახლოებით  60- 80 ძეგლს, ამაში შედის როგორც ეკლესია მონასტრები, ასევე საერო ტიპის ნაგებობები, ციხესიმაგრეები, ისტორიული ღირებულების შენობები, რომელთაც ძეგლის სტატუსი აქვთ. რესტავრაცია არ არის მშენებლობა, ამ საქმიანობას სჭირდება პროფესიონალი  სპეციალისტები, რომელთა  რაოდენობა განუსაზღვრელი  არ არის, შესაბამისად, ვაკეთებთ იმას, რისი ადამიანური რესურსიც არსებობს, ჩვენს  მშენებელბს, არქიტექტორებს რესტავრატორებს  ხშირად ისეთ  ვითარებაში უწევთ მუშაობა, და ისეთ  მნიშვნელოვან საგანძურთან შეხება დიდი პასუხისმგებლობით, რომ ჩვენგან საზოგადოებისგან  განსაკუთრებული მადლობა  ეკუთვნით.  

- როგორ ხდება  ფონდის მიერ პროექტების შერჩევის პროცესი?

- დღეს რაიონი არ არის დარჩენილი,  სადაც რომელიმე პროექტს არ ვახორციელებდეთ. შერჩევის პროცესი მარტივია. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, თემა იყოს შეთანხმებული  როგორც საპატრიარქოში, ასევე ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან, პროექტზე   უნდა არსებობდეს ნებართვა,  მხოლოდ ამის შემდეგ ისმევა ძეგლი სარესტავრაციო ნუსხაში.  იქ, სადაც სეზონურობიდან გამომდინარე, მოკლე სამუშაო პერიოდია, ვცდილობთ, გამოვიყენოთ ის პერიოდი.  ძალიან დიდ სარესტავრაციო სამუშაოებს ვაწარმოებთ სოფელ აწყურში, ახალციხის რაიონში, სადაც არის შუა საუკუნეებში აშენებული ძალიან დიდი ზომის ტაძარი, რომელიც დაინგრა.   გასაკვირიც კი არის, რატომ შეიძლება იყოს იქ ასეთი მოცულობის და ზომის ტაძარი, რომელიც არის აწყურის ციხესთან, რომელსაც ასევე "ქართუ: აკეთებს.   ციხის  ძირში დგას ეს ლამაზი და დიდი ტაძარი, დარჩენილი იყო 2 მეტრის სიმაღლის კედელი, ახლა კედლები უკვე ამოყვანილია და გადავდივართ გუმბათზე.  ჯამში, ამ პროექტზე, 15-16 მილიონი ლარი მაინც დაიხარჯება.  ეს  არის რესტავრაცია, და არა  აღდგენა.  ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ  იქ  ადგილზე არსებულ მასალას, ვცდილობთ, მინიმუმამდე  დავიყვანოთ ახალი ქვების გამოყენება. ფონდმა საშენი მასალით უზრუნველყო  სოფლის მოსახეობა და მათგან  სანაცვლოდ წამოვიღეთ  ტაძრის ყოფილი ქვები, რომელთაც ისინი სამეურნეო მიზნებისთვის იყენებდნენ.

 "ქართუს" პროექტებში ძირითადად დასაქმებული გვყავს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც პროექტებზე ვიწვევთ უცხოელებს. მაგალითად, მუცოს აღდგენაზე მოგვიწია დაღესტნელი  სპეციალისტების ჩამოყვანა, რადგან ჩვენთან  მშრალი წყობის სპეციალისტი თითქმის აღარ დარჩა.  თუშები, ხევსურები აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ პროექტში, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.  მუცოს პროექტი  არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამ პროექტმა ახლახან  მიიღო  ჯილდო  ევროპა ნოსტრას პრესტიჟული ჯილდო.  პროექტმა გაიმარჯვა ისეთ პროექტებს შორის, როგორიცაა ტურინის ერთ-ერთი ცენტრალური ტაძრის დამწვარი  გუმბათის აღდგენა, ეს  გენიალური  ნაგებობაა.  კონკურენტებს შორის იყო რამდენიმე ციხესიმაგრე საფრანგეთში, ტაძარი ესპანეთში. ერთ-ერთი გარემოება, რითიც ჟიურის წევრებმა მუცოს პროექტს მიანიჭეს უპირატესობა იყო ის ფაქტი, რომ მუცოს აღდგენას მოჰყვა ადგილობრივი მოსახლეობის დაბრუნების პროცესი, რომლებიც ათეული წლების წინ წამოვიდნენ მუცოდან. 

   ჩვენ  გავაკეთეთ  ძალიან საინტერესო სივრცე -  მინიატურების პარკი შეკვეთლთან, ეს არის ისტორიული ძეგლების მინიატურების საგამოფენო სივრცე, სადაც სხვადასხვა რეგიონების ღირსშესანიშნავობების გარდა  ასევე  წარმოდგენილია თბილისის რამდენემე ისტორიული უბანი, ნარიყალა, აბანოთუბანი, ქარვასლის უბანი.  ამ სივრცის მოწყობისას ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება მოხდა, რასაც "ფონდი" ყოველთვის ანიჭებს ყურადღებას. მაგალითად,  ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის აღდგენის დროს, იმის გამო, რომ იქ მანქანა ვერ ადის, კახეთში ჯორები შევიძინეთ. გვქონდა ალტერნატივა, საშენი მასალა აგვეტანა ვერტმფრენით, თუმცა ვინაიდან იქ გადის საოკუპაციო  ხაზი  და  შესაძლოა  რაიმე პრობლემა შექმნილიყო, ამაზე უარი ვთქვით. ჯორს მაქსიმუმ 35 -40 კილოგრამი ტვირთის აწევა შეუძლია მთაზე, მათ დღეში მხოლოდ ერღი გზის გაკეთება შეეძლოთ, შესაბამისად,  ტაძრის გამაგრებითი სამუშაოები  თითქმის ორი წელი გაგრძელდა.    

ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც "ქართუმ" ამ წლებში განახორციელა და ძალიან დიდი რესურსი დახარჯა, არის ვარძია.  აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ვარძიის  ფართობი 20  %ით გაიზარდა, საუკუნეების განმავლობაში  ნიადაგით დაფარული ტერიტორია დღეს უკვე გასუფთავებულია, რაც შესამჩნევიც არის, თუ კარგად დაუკვირდებით. ვარძიის კომპლექსში   გაიზარდა გამოქვაბულების რაოდენობა, ასევე კეთილმოეწყო ინფრასტრუქურა, რამაც გაზარდა კომპლექსში ტურისტების გამტარიანობა.  ვარძია ჩვენი ქვეყნისთვის არის უნიკალური და საამაყო პროექტი.     

-როგორია ფონდის დამოკიდებულება ახალი ტაძრების მშენებლობის მიმართულებით?   

-  ტაძრების მშენებლობასთან დაკავშირებით ფონდში არის მომართვიანობა, ჩვენი მიდგომაა, ფონდის  ძალისხმევა პირველ რიგში  მიმართული იყოს ისტორიული ძეგლების აღდგენაზე, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენაზე. ამის შესახებ თავად ბატონ ბიძინასაც ბევრჯერ უსაუბრია. რაც შეეხება ახლი ტაძრის მშენებლობებს, აქ სწორად უნდა გვესმოდეს ფუნქცია. ახალი ეკლესიის მშენებლობა არის ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და ერთობლივი მიზნის განხორციელება. ტაძარი  ხომ არ არის კინო, საავადმყოფო და სკოლა, ტაძარი არის კონკრეტულ ადგილზე მაცხოვრებელი ადამიანების სულისკვეთების ასახვა. მათი რწმენის გამოხატულება, ამიტომაც ამ საკითხში უხეშად, გარედან ჩარევა არ მიგვაჩნია სწორი. ჩვენ საგამონაკლისო რეჟიმში ვაკეთებთ ამას, მაგრამ ძალიან იშვიათად, მაგალითად, ახლა მიმდინარეობს სამეგრელოში, სოფელ ხიბულაში ტაძრის მშენებლობა. იქ  ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოითქვა სურვილი, იმ ადგილზე, სადაც მოკლეს პირველი პრეზიდენტი,  მოხდეს ტაძრის აგება.  ეს კომპლექსი მორგებულია ადგილობრივ გარემოს, არქიტექტურას. არასწორია მიდგომა, როდესაც ხუროთმოძღვრებაში არ ითვალისწინებენ ისტორიულ ტრადიციას.  რომელიმე კონკრეტულ რეგიონში აშენებენ იმ ტიპის ტაძარს, რაც დამახასიათებელია სხვა რეგიონისთვის, მაგალითად, იმერეთის ლანდშაფტს არ უხდება სამცხის არქიტექტურა, ან კახეთში გარცელებული აგურის წყობა ხომ არ მოუხდება გურიას?!  ხიბულას ტაძრის მშენებლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეთვალისწინებინა იქაური სტილისტიკა, ტაძრის მშენებლობა სავარაუდოდ ერთ წელიწადში დასრულდება.  საბოლოო ჯამში, ჩვენ ორიენტირებული ვართ ძველი  ტაძრების  გადარჩენაზე, იმ ტაძრების, რომელმაც შემოგვინახა სარწმუნოება და ქვეყანა. 

Похожее изображение

ჩვენ უნდა დავიჭიროთ ოქროს შუალედი, ამ საკითხს სწორად უნდა მოეკიდოს ეკლესიაც და საერო საზოგადოებაც. უკიდურესობები ყოველთვის აფუჭებს საქმეს. უნდა მოვუაროთ იმას, რაც გაკეთდა. იმ დროს როდესაც შენ გენგრევა მეშვიდე საუკუნის ძეგლი, ახლის აშენება რატომ უნდა გინდოდეს? პრიორიტეტები სწორად უნდა იყოს განსაზღვრული.  როდესაც მოუვლელი გაქვს შენი ისტორიული მემკვიდრეობა, გიგანტური თანხების დახარჯვა გინდოდეს ახლის შექმნაში, ამორალურიც მგონია.  ფონდის ასეთ დამოკიდებულებას აქვს კიდევ ერთი არგუმენტი- თუ კონკრეტულ ადგილას მოსახლეობას სურს ტაძრის აგება, ეს მათი არჩევანია, მათი ჯვარია, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით.   ჩვენმა ერმა  სამების ტაძრის სახით უკვე შექმნა დიდებული ტაძარი, მისი კლონირება არასწორსად მიმაჩნია, ტაძრის მშენებლობა არ უნდა გადაიქეცეს  პიროვნებების  ამბიციების დაკმაყოფილების ასპარეზად.  საქართველოს მასშტაბით გიგანტური ტაძრების დუბლირება-კლონირება და ამ მხრივ  სპორტული შეჯიბრის განხორციელება,  იმ დროს როცა ამდენი მოუგვარებელი პრობლემაა და ადამიანები შიმშილობენ, არაჯანსაღი დამოკიდებულება მგონია.  ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ ძველი ტაძრების, მონასტრების, ძეგლების  აღდგენაზე, ამავდროულად სამების ტაძარი ფონდისთვის  რჩება,  როგორც გამორჩეული პროექტი, რომელიც ნაცრისფერ 90-იან წლებში,  აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო.  

თამუნა ბერაია

თბილისი
"თელასი" - თბილისის ქუჩები რომელთაც 26 აპრილს დენი გაეთიშებათ

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 26 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ  მეფის  გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ),  რკინიგზის  სადგურის  მიმდებარე  ტერიტორიის, ხუდადოვის,  ჩხიკვაძის,   მესხის,  არგვეთის, ტყეშელაშვილის, მანგლისის, ზაქარაიას, მანჯგალაძის, ქურდიანის, ჩერნიშევსკის, ჯავახიშვილის, არჩილ და გია ქურდიანების, ჩიქობავას, ნეკრასოვის, აბასთუმნის, სამღერეთის, გოგოლის,  ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, თევდორე მღვდლის, კონსტიტუციის და წინამძღვრიშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი ჯიხაიშის, ბენდელიანის, სანერგეს,  იმერეთის,  ცოტნე დადიანის,  წმინდა მელქისედექ I, კავთისხევის,  ჭყონდიდელის,  დეპოს,  მრევლიშვილის, კოხრეიძის, საყვირის, სვანეთის,  იფნევის,  იფნის,  კვერნაულის,  ზვარეთის,  დვირის და ედისის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის  გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, მზიურის მიმდებარე ტერიტორიის, კოსტავას, ბალანჩივაძეების,    რამიშვილის, ჩიქოვანის, კუტუზოვის, გამრეკელის, ცაგარელის, ცინცაძის და მიცკევიჩის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის და კარტოზიას ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის, სოფელი გლდანის, გაზის დასახლების,  ანდრონიკაშვილის,  კაჭარავას, ჯანჯღავას და კბილაშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თელავის,  წინანდლის,  კობარეთის და ზურაბიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

დიდუბის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის მე-10 კილომეტრის, სამხედრო გზატკეცილის, დიღმის მასივის I კვარტლის,  ბოხუას, ტერევერკოვის, ბელიაშვილის, ბერძენიშვილის,  ჩაჩუას,  ჭიაურელის,  ერისთავის,  ლუბლიანას,  ჯორჯ  ბალანჩინის და  გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით  აღმაშენებლის  გამზირის (ნაწილობრივ),  მარშალ გელოვანის  გამზირის,  მტკვრის მარჯვენა  სანაპიროს, დიღმის მასივის II კვარტლის (ნაწილობრივ),  ბაქრაძის,  უზნაძის,  დუმბაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.   

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების,  წყნეთის გზატკეცილის, ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  წყნეთის და ტაბლიაშვილის   ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის  გზატკეცილის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მოსახლეობას.   

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), კირილე უკლებას, მთაწმინდის,  ბესიკის, მოსიძის,  ჩიტაძის და კრავეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის, კოტე აფხაზის, ცინცაძის,  ნაკაშიძეების, ავლევის, ყავლაშვილის, ვერცხლის, ოქრომჭედლების და დიუმას ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ),  ვარკეთილის მეტროს  მიმდებარე ტერიტორიის,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის II რიგის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აეროდრომის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ჯავახეთის, ჩაჩუას, ხომლელის, ხვედელიძის, კალოუბნის,  უძოს,  მხარგრძელის,  17 შინდისელი  გმირის,  შანდორ  პეტეფის,  რამიშვილის, წულუკიძის, მანდელშტამის, ლაღიძის და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის     ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, V მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ზემო ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების,  ბერი გაბრიელ სალოსის, თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯიქიას, ორბელების, ხარაბაძის, კვაჭანტირაძის, ანდღულაძის, ქობულაძის, კაკაბეთის, წალენჯიხის, ბუკისციხის, კობცოვის,  ბეგიაშვილის, ონაშვილის, ანთიმოზ ივერიელის, ტატიშვილის, მანდელშტამის, ლაღიძის, ქიზიყის,  იგოთის,  ლოლაძის,  კაცხის და კაჭარავას  ქუჩების მოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.