USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
ნიკოლოზ ბასილაშვილი - „პირად, თუ კარიერულ დონეზე ურთულესი პერიოდი მაქვს“
Date:  515

ნიკოლოზ ბასილაშვილი ინსტაგრამზე მიმართვას ავრცელებს.

საქართველოს პირველი ჩოგანი წერს, რომ ურთულესი პერიოდი აქვს, როგორც პირად ისევე კარიერულ დონეზე და იმედოვნებს რომ გამოსავალს იპოვის:

"დიდი ხანი გავიდა, ამიტომ მსურს ცოტა სიახლე მივაწოდო ჩემს თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც ჩემზე ზრუნავს.
ბოლო 3-4 წელი ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში
პროფესიული კარიერა..

ბოლო 3 წელია, პირად, თუ კარიერულ დონეზე, ურთულესი პერიოდი მაქვს. მაწუხებს იდაყვის ტრავმა, რომლის გამოც მთელი ეს პერიოდი ტკივილის ფონზე ვთამაშობდი და საკუთარი შესაძლებლობების 50%-ს ვავლენ, ყოველ კვირას ვიღებდი ტკივილგამაყუჩებლებს და ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მწურავდა, თავდაჯერებულობას მაკარგინებდა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას მართმევდა. არ ვნებდები - ვაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და მჯერა, რომ ვიპოვი გამოსავალს   

გმადლობთ მხარდაჭერისთვის“. 

https://www.instagram.com

tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way