სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი აპირებს, სამხედრო მომზადება გაიაროს და მთიან ყარაბაღში წავიდეს „სამშობლოს საზღვრების დასაცავად“. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„ხვალიდან, ქალთა რაზმი, რომელიც 13 ადამიანისგან შედგება, რომელთა შორის მეც ვარ, დაიწყებს სამხედრო მომზადებას. რამდენიმე დღეში გავემგზავრებით სამშობლოს საზღვრების დასაცავად. ჩვენ მტერს არ უნდა დავუთმოთ სამშობლო და ღირსება“ , - წერს "ფეისბუკზე“ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე ანა აკოპიანი.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.