ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონში დონალდ ტრამპსა და ილჰამ ალიევს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვაშინგტონს 7-8 აგვისტოს ეწვევა.
„ვაშინგტონში, პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, სომხეთ-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების საკითხზე“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან, დონალდ ტრამპთან და ილჰამ ალიევთან ერთად სამმხრივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მიზანი „რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა“.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.