სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით დღეს წერილობით მიმართა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. ფაშინიანი რუსეთისგან დახმარებას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა ჯარები უნდა გაიყვანოს სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, შეთანხმება კი მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.
"გუშინ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. ეს შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, არის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანელებმა დატოვეს. მაგრამ რადგან ხელშეკრულება სრულად არ შესრულებულა, დღეს მე მივმართე რუსეთის პრეზიდენტს 1997 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, რომ სომხეთს აღმოუჩინოს, მათ შორის სამხედრო დახმარება", - აღნიშნა ფაშინიანმა რიგგარეშე სხდომაზე.
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.