USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
ნიკოლ ფაშინიანი - ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში
თარიღი:  710

საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას რეგიონში ესკალაცია, ასევე შეუძლებელი უნდა გახადოს თურქეთის ჩართვა კონფლიქტში. ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა კონფლიქტი რეგიონის საზღვრებს გასცდეს.

„მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“ , - განაცხადა ფაშინიანმა.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის