USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყო
Date:  904

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ პრემიერი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

მისი ინფორმაციით, სომხეთის არმია წარმატებით ართმევს თავს ვითარებას.

დღეს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყარაბაღის ტერიტორიაზე ბრძოლების შედეგად, განადგურებულია აზერბაიჯანის ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი თვითმფრინავი.

მისი თქმით, სრული პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი ტელეფონით ესაუბრა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპშიკს და მიაწოდა ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე.

https://www.facebook.com/nikol.pashinyan/

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way