USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნიკოლ ფაშინიანი - აღიარეთ არცახი
თარიღი:  1190

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ის აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კონფლიქტის მოგვარება ვერ შეძლო და მარცხი განიცადა.

„ყარაბაღი აზერბაიჯანის დაქვემდებარებაში ნიშნავს ყარაბაღს სომხების გარეშე. შესაბამისად, ეს ნიშნავს გენოციდს. ამრიგად, ახლა მეტად ვიდრე არასდროს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აღიაროს არცახი, რათა დაასრულოს გამოყოფის უფლება. აღიარეთ არცახი“, – წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის