USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ნიკო კვარაცხელიას დედა - ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს
თარიღი:  802

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში შვილის ვიდეოს გვიზიარებს.

სიუჟეტი ნიკოს შესახებაა, სადაც “Feedc”-ის შესახებ საუბრობს.

იზა ომაძე აღნიშნავს, რომ ნიკო ქვეყნის მტრებმა, საბჭოთა მეთოდებით მოკლეს.

"სამი წელი გასულა, “მე მიყვარს ევროპა” მაგრამ დავბრუნდი , ჩემს ქვეყანაში, დავბრუნდი ევროპაში მიღებული განათლებით, შექმნილი პროდუქტით, Feedc -ის გახსნის თანავე შეუმჩნეველი არვისთვის იყო “Made in Georgia “

მერე???
მერე ეს ბიჭი ქვეყნის მტრებმა მოკლეს, მოკლეს საბჭოთა მეთოდებით.
ჩვენი საზოგადოების პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა, ჩვენსავით დაინახეს, ის ბოროტება სადაც წლებია ვტრიალებთ და ვტკეპნით, არასოდეს დამავიწყდება აწ გარდაცვლილი წალენჯიხის ყოფილი პრეფექტის, უდიდესი ადამიანის მყისიერი შეფასება ჩემი ნიკოს და ჩვენს თავს, მომხდარი ტრაგედიისა :
“ეს არ არის კერძო ხასიათის უბედური შემთხვევა, რომელსაც სასამართლო განაჩენი დაუსვამს წერტილს, ეს იქნებოდა უბრალოდ თავის მოტყუება.
საქართველოში დღეს ნამდვილად ბნელა, ამიტომაც ყოველი მძლავრი გამონათება გონებისა ბნელეთის ძალთა უკიდურეს გაბოროტებას იწვევს. წალენჯიხელი მზე-ჭაბუკის საბედისწერო ტრაგედია უტყუარი დასტურია იმისა, რომ ჩვენს შვილებს მომავალს უკლავენ..
გაიღვიძე ქართველო ხალხო! გაიღვიძე! სანამ ყველაფერი არ დამთავრებულა.
ზურაბ გუჩუა
დიახ, აღარ გვინდა არა და არა !
დიახ შინ ევროპისკენ არა იმ
სამყაროსკენ სადაც პრიორიტეტი, საუკუნეებია ჩვენი ქვეყნის წარმატების და განვითარების დასამარებააა…
კიდევ ერთხელ მინდა რომ უყუროთ"
საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის