მას შემდეგ, რაც თბილისი პოსტზე ვარდებით მოფენილი ქუჩის ფოტო დავდეთ, რომელიც ფიროსმანის შესახებ ფილმის გადასაღები მოედნიდანაა, მედეა ჯაფარიძის # 2 - ის ისტორიული სახლის მაცხოვრებლები დაგვიკავშირდნენ.
როგორც აღმოჩნდა ქუჩა, რომელიც ნიკო ფიროსმანმა 7 ურემი ვარდით მოფინა, სწორედ მათი სახლის წინაა.
ფრანგი მოცეკვავისთვის მირთმეული ვარდების ისტორიას ჰყვებოდა, ბროსეს # 5 - ში მცხოვრები პიანისტი - ქალბატონი ნათელა შურღაია.
ქალბატონი ნათელა იხსენებდა, რომ ეს ამბავი მან ბებიისგან მოისმინა, რომელიც პირად შეესწრო ფაქტს.
ქალბატონი ნათელა წლების წინ გარდაიცვალა და მეზობლებს დაუტოვა ფიროსმანის ლეგენდად გცეული სიყვარულის ისტორია.
მედეა ჯაფარიძის # 2 ში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ სახლზე ამ ამბის ამსახველი აბრა განთავსდება .
ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.
რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.