USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
ნიკა მელია: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით
თარიღი:  641

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ზე „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვას ავრცელებს:

„ქართულ ოცნებას: მანამ არ აგიდგეთ გვერდები, სანამ მე თქვენ გამოსასყიდს გადაგიხდით. 17:55 სთ. რუსთავის ციხე“, - წერს მელია.

უფრო ადრე კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.  

მისი თქმით, ის თავს მოტყუებულად გრძნობს და გირაოს გადახდის წინააღმდეგია. 

"პირველ რიგში, რომელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რა გადაწყვეტილება მიიღო ამის განხილვაში არ შევალ. ეს არის მათი სუვერენული უფლება და არ განვსჯი არავის, მითუმეტეს აქედან, მაგრამ, ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და სიმართლე გითხრათ გაწბილებული და მოტყუებულიც. აღმოჩნდა, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას და ამ შეტანხმების მიღმა, ზეპირსიტყვიერად, ვიღაცა ვიღაცას გაურიგდა. რომ თურმა მელიამ უნდა გადაიხადოს გირაო. ეს არის წინაპირობა და მთელი 2 თვის განმავლობაში ჩემი ბრძოლა ახირება კი არ იყო. იდეაა ჩემი, რომ უსამართლობას თავი არ დავუხარო. დამოკლეს მახვილივით, რომ ეკიდებოდა პოლიტიკოსების საქმეები, ფარგლებს რომ უსაზღვრავდნენ სამოქმედოს, ეგ გავარღვიე და გამოვიდა ახლა, რომ თითქოს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ჩემი თანხმობით, რაზეც მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რაც არ უნდა იყოს. არავინ არ გაბედოს გამოსასყიდის გადახდა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის