USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
ნიკა მელია აქციის მონაწილეებს - თქვენი დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში, ვითომ წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს
Date:  721

„თქვენი დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში, ვითომ წელში გამართული ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ისმენს მის მოთხოვნებს“, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას.

ნიკა მელიას თქმით, დიალოგში შესვლა სწორი ნაბიჯია.

„ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ ისინი, რომ არჩევნები არ გააყალბეს, არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ. უახლოეს პერიოდში ჩვენ დავრწმუნდებით რაზე წამოსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები და ამაში დარწმუნდება მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენი მეგობარი ელჩები საქართველოში. ერთი რამ ძალიან მკაფიოდ ვიცოდეთ ყველამ - თუკი ვინმეს რამის ეშინია და რამეზე ცახცახებს, ეს არის რუსთაველის გამზირი და ეს არის ხალხი. ეს ორი პროცესი, ერთი მხრივ, მშვიდობიანი მანიფესტაციები და საპროტესტო აქციები და, მეორე მხრივ, მოლაპარაკება თქვენი სახელით, ერთი პროცესია, უახლოეს დღეებში ჩვენ ამაში დავრწმუნდებით. რეჟიმი საკუთარ თავს არ დაიმარცხებს საკუთარი ნებით, ამაში დარწმუნდება ყველა ელჩი და ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. ამის შემდეგ ძალიან მშვიდობიანად, ერთ მშვენიერ დღეს, ეს გამზირი და თავისუფლების მოედანი გაივსება პატრიოტი ადამიანებით და აღარ დაიშლება მანამ, ვიდრე ეს ადამიანები რეჟიმიდან არ წამოვლენ და სახლში არ წავლენ“, - განაცხადა მელიამ.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way