USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა
თარიღი:  1324
ნიჩბისის ადმინისტრაციულ ერთეულს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი შეემატა.
 
სკვერი ახალ ნიჩბისში აშენდა და პროექტის ფარგლებში დასასვენებელი სივრცე, საბავშვო და სპორტული კუთხეები მოეწყო.
 
საბავშვო სივრცეში განთავსებულია ორდონიანი ატრაქციონი, რომლის მიმდებარე ტერიტორია, უსაფრთხოების მიზნით, დაფარულია კაუჩუკის საფარით.
 
დამონტაჟდა სავარჯიშო ტრენაჟორები, განთავსებულია ტენისის მაგიდა და ფანჩატური.
 
აღნიშნული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 248 864 ლარს შეადგენს.
საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის