USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
ნეთანიაჰუ - ერდოღანი უკანასკნელი ადამიანია, ვინც ისრაელს მორალს უნდა უკითხავდეს
თარიღი:  485

ქურთების წინააღმდეგ გენოციდის განმხორციელებელი ერდოღანი უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს. ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გაავრცელა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებები “არ განსხვავდება” ნაცისტური გერმანიის ლიდერის ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან.

“ერდოღანი, რომელიც ქურთების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს და მისი მმართველობის მოწინააღმდეგე ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიო რეკორდი უკავია, უკანასკნელია, ვინც ზნეობას უნდა გვასწავლიდეს…

ისრაელის თავდაცვის ძალები მსოფლიოში ყველაზე ზნეობრივი არმიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის და ანადგურებს, „ჰამას“-„დაეშს“, რომელმაც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა და ერდოღანი მას ადიდებს და მის უფროს ხელმძღვანელობას სტუმრობს,” - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის