USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
თბილისი
ნაზი ხანიაშვილი - კაბალას კოსმოგონიური ცოდნა თრიალეთის ოქროს და ვერცხლის თასებზე
თარიღი:  
გასული საუკუნის 40-50-იან წლებში საქართველოს თრიალეთში, ყორღანულ სამარხებში, აღმოაჩინეს ძვ.წ. XVIII-XVII ს.ს. ოქროსა და ვერცხლის სარიტუალო თასები, რომლებიც ტომის ბელადს ეკუთვნოდა, რაც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველთა წინაპრების მაღალ კოსმოგონიურ ცნობიერებაზე მეტყველებს. მათი აღმოჩენა აკადემიკოს ბორის კუფტინის სახელს უკავშირდება, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს თრიალეთის კულტურას იკვლევდა. იგი საქართველოში თვით ივანე ჯავახიშვილს მოუწვევია.
 
სიმაღლით 108 მმ და დიამეტრით 99 მმ-ის მქონე მთლიანი ფურცლისგან დამზადებული თრიალეთის ვერცხლის თასი ორ იარუსად იყოფა. ზემოთა ნაწილში ცენტრალური ფიგურა ტახტზე მჯდომია, რომლის უკან სიცოცხლის ხეა განთავსებული, ტახტის ფეხებთან ,,X” -დიაგონალური ჯვარია გამოსახული, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ტახტი ცეცხლის სტიქიის ღმერთს ეკუთვნის. თაყვანისცემის ნიშნად მისკენ მიემართება 22 მამაკაცი, სახესა და ტანზე მგლის_ძაღლის ნიღბითა და კუდით, ხელში უჭირავთ რაღაც ჭურჭელი, ფეხებზე აცვიათ ჭვინტიანი ფეხსაცმელები.
ყველა ძველი ცივილიზაციის ხალხი მიწის სტიქიას მგლის, ძაღლის, ლომის სახით გამოსახავდა. ქართველთა მითების მიხედვით, კოპალამ ლომი მოიპოვა, რომელიც ქაჯთა ძაღლი ეგონა.
 
ტახტზე მჯდომისკენ მიმავალნი ქართველთა ხვთისშვილები, მითოლოგიის მიხედვით, არიან: ბერები, ნახევარღმერთები, მორიგის ნასახნი, ბედის ბედაურის მფლობელები, ანუ თითოეული დროის გარკვეულ მონაკვეთში ქართველთა უზენაესი ღმერთის - ,,მორიგეს“ ადგილს იკავებს, ე.ი. განაგებს სამყაროს - იმ პერიოდის ,,ჭურჭელს“, ამიტომ ამ თასზე გამოსახულ ყველა ხვთისშვილს თავისი ჭურჭელი უჭირავს. ამავდროულად, ის ზეციური ნავია და თავისი სხეულით, ანუ თავისი სულის ,,ჭურჭელით“ უნდა გაიაროს ყოფიერების დროის მდინარება. ამ აზრის სიმბოლური გამოხატულებაა ის, რომ თითოეულს ჭვინტიანი, ანუ ზეციური ნავის (არგოს ნავის) მსგავსი ფეხსაცმელი აცვია - ქართველთა ქალამნები. ასეთივე ფეხსაცმელები ეცვათ აღმოსავლეთის სახელმწიფოთა მეთაურებს და ახლაც აცვიათ ტიბეტში კაილასის - შამბალას სარიტუალო დღესასწაულზე. თრიალეთის ვერცხლის თასზე ასახულ კოსმიურ პროცესში მონაწილეობს 22 მამაკაცი, რაც, კაბალას ცოდნით, ნულოვან არკანს შეესაბამება, რომელშიც ჩატვირთულია და მოიცავს 21 უფროს არკანთა კოსმიურ ენერგიას, სადაც 21-ე არკანი კაბალას მიხედვით არის ,,გრაალის თასი“ და ქართული ანბანის კოდით შეესაბამება 21-ტ-ტარ ასო-ნიშანს. ვინაიდან კაბალას ცოდნა გენეტიკური კოდით შეესაბამება ადამიანის სამყაროს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,გრაალის თასი“ თვითონ ადამიანია. კაბალას ცოდნაში 22-ე საიდუმლოს ქართული ანბანის კოდით შეესაბამება 22-უ-უნ ასო-ნიშანი, კაბალას მიხედვით მისი სახელია ,,წარღვნა“, საიდანაც იწყება კაბალას უმცროს არკანთა კოსმიური პროცესი.
ქართველებმა ჯერ კიდევ ძვ.წ. 5600 წელს იცოდნენ როდის მოხდა ,,წარღვნა" და აქედან ანუ 7600 წლის წინ დაიწყეს წელთაღრიცხვის ათვლა ,,ქართული დასაბამითგან“ ანუ ,,წარღვნიდან."
 
ვერცხლის თასის გარე გამოსახულებათა ქვედა ზონაში ერთმანეთის მიმდევრობით 9 ცხოველია გამოსახული - 5 ხარ-ირემი და 4 ფურ-ირემი.
ქართველები სარიტუალო ნივთებზე შემთხვევით არაფერს გამოსახავდნენ; ყველაფერი ერთიანობაში, სიმბოლიკის ენით, კოსმიური პროცესის რაღაც საიდუმლო ინფორმაციას გადმოგვცემს.
 
ქართველთა მითოლოგიით, სულეთის ღმერთი თეთრწვერა მოხუცია, ხელში ოქროს კვერთხით, ზის ოქროს ტახტზე. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში სტრაბონს აღწერილი აქვს თეთრი გიორგობა კახეთში. სვანები მგლებს წმინდა გიორგის ძაღლებს ეძახიან. მიაჩნიათ, რომ წმინდა გიორგი მგლების მბრძანებელია. ქართველთა სწორედ ეს აზროვნებაა ასახული თრიალეთის ვერცხლის თასზე, რომელზედაც გამოსახულ ხვთისშვილებს სახეზე მგლის ნიღბები აქვთ, ხოლო ტანზე მგლის ტყავის ზედა სამოსი აცვიათ, რომელსაც კუდი აქვს შერჩენილი. ასეთ სამოსს ატარებდნენ სვანეთში და საქართველოს მთიანეთში მამაკაცები.
 
ვერცხლის თასს ზემოდან თუ დავხედავთ, ზედა სართულის გამოსახულებები საათის ისრის საწინააღმდეგოდ მოძრაობენ, ხოლო ქვედა სართულის გამოსახულებები -საათის ისრის მიმართულებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი მიკრო თუ მაკრო სამყაროს და თვით დედამიწის გარე ენერგია მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ხოლო შიდა ენერგია -საათის ისრის მიმართულებით, რაც ქმნის ,,ინ“ და ,,იან“ ენერგიათა ურთიერთსაპირისპირო მოძრაობას, მაშინ გასაგები ხდება, რომ თასზე ასეთი მიმართულებით განლაგებული გამოსახულებები შემთხვევითი არ არის, რაც რელიგიური რიტუალის დროს ქმნიდა განსაკუთრებულ კოსმიურ ენერგიას.
თრიალეთის ვერცხლის თასი არის სამყაროს მოდელის სიმბოლური გამოსახულება, ,,ღმერთის ბეჭედი“, ,,გრაალის თასი“, ,,საწმისი“ - თვით ,,ადამიანი“-ს ენერგეტიკული ასახვაა.
 
თრიალეთის ოქროს თასი (სიმაღლე 73 მმ, დიამეტრი 78 მმ) უნიკალური ტექნოლოგიითაა დამზადებული. იგი ბაჯაღლო ოქროს მთლიანი უნაკერო ფურცელია და დაკეცილია ისე, რომ ძირიდან იწყება და ძირშივე მთავრდება. მაშასადამე, თასის კედელი ორმაგი ოქროს ფურცელია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ორი თასია ერთმანეთში ჩადგმული, რაც დღევანდელი ტექნიკის პირობებშიც კი განუხორციელებელია. ამ სიმბოლიკით წინაპრები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ,,სამყარო - ,,ჭურჭელი“ ორმაგი ჭურჭლისგან შედგება: სული და მატერია, ,,ინ“და ,,იან“-ი, რომელიც არის ადამიანის ,,მე“-ს და მეორე ,,მე“-ს ,,ჭურჭლები“. ,,სული“ ,,მატერიით“ ნათელგამოვლინდება, ანუ ხორცშესხმული სული ორმაგი ჭურჭელია, უნაკერო და ერთიანია.
 
ოქროს თასი მოჭედილია ძვირფასი თვლებით, რომლებიც გრეხილ ოქროშია ჩასმული. მეტად საინტერესოა თასზე თვლების განლაგება. ზედა წრეში 30 თვალია ჩასმული. კაბალას მიხედვით, ციფრით ,,30“ გამოისახება შუმერთა ,,სინ“-ქრისტე, რომელიც არის 30-ე დღის ღმერთი და მისი სახელია ,,30“, რაც ქართული ანბანის კოდით, 12-ლ-ლას-30 ასო-ნიშნის კოსმიურობაა და კაბალას ცოდნით, მისი სახელია ,,ჩამოხრჩობილი“.
კაბალას ცოდნაში 24-ე არკანი ეკუთვნის ,,მატერიალურ სამყაროს“ - უმცროს არკანთა ჯგუფს. ქართული ანბანის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თვით შუმერების ქალღმერთ ინანას ქვესკნელის სამეფოში შვიდი კარის გავლის შემდეგ (ერთ-ერთი კარი არის ,,წარღვნა“) გონდაკარგულს კავზე გადაჰკიდებენ, ანუ ჯვარზე გააკრავენ, რაც ემთხვევა ქართული ანბანის 24- ქ-ქან-600 ასო-ნიშნის შესაბამის კოსმიურ პერიოდს, ამავდროულად, ასომთავრული 24-ე ასო-ნიშანი ჯვრის სიმბოლოთი გამოისახება, რაც იგივე ,,კავი“ - ჯვარია.
 
თრიალეთის ოქროს თასის ქვედა წრეზე განთავსებული 24 თვალიდან ამოდის 5 ორმაგი სპირალი, თითოეულში 12 თვალით. შეგახსენებთ, რომ სამყაროში 12 ზოდიაქო ქმნის ,,დროის ბორბალს“, ,,დროის სპირალს“ - ,,მანდალას“, რომლითაც ხდება ერთი განზომილებიდან მეორეში გასვლა-გარდასახვა. ხუთი სპირალი თითოეულში 12 თვალით უკავშირდება სამყაროს ოთხ საწყისს (მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი). აღმოსავლეთში ,,ჰაერის“ სტიქია იყოფა ორად - ,,ხე“ და ,,ლითონი“, რაც ჯამში ხუთი ელემენტით გამოსახულ ოთხ სტიქიას მოიაზრებს.
 
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ოქროს თასის ძირი, საყრდენი - ფუძე, რომელზედაც გამოსახულია სწორი და ბოლნური ჯვრები, როგორც სამყაროს სიმბოლური გამოსახულება. სამყარო ჯვრის პრინციპით არის განსხეულებული; მის ოთხივე დანაყოფში განთავსებულია ოთხი სამკუთხედი, რომლებიც ერთი წვეროთი უკავშირდებიან ჯვრის ცენტრში მდებარე წრეს და ქმნიან ,,ბოლნურ“ ჯვარს. სამყაროს თითოეული უჯრედი განსხეულდება 4 საწყისით წარმოქმნილი 64 სამწნულით (ტრიპლეტით), რაც აისახება ჩინური კაბალას 64 ჰექსაგრამაში და ქართველთა 64 ხვთისშვილში, რომლებიც სამყაროს ძირითადი შემოქმედნი, მარადიულნი და უკვდავნი არიან, ყველა არის ერთის-გიორგი ნაღვარმშვენიერის ანუ თეთრი გიორგის 64 სახე – გამოვლინება. სწორედ ამ კოსმიურ პროცესს გამოსახავდნენ ჩვენი წინაპრები დაშიფრული კოდირებული ინფორმაციის - ბოლნური ჯვრის სახით თრიალეთის ოქროს თასზე.
 
ქართველთა წინაპრები რელიგიური რიტუალის დროს თრიალეთის ოქროს თასით სამყაროს უზენაესი ღმერთის _ ცეცხლის სტიქიის, ,,ოქროს საწმისის“ ენერგიას ქმნიდნენ.
 
ოქროს თასი, რომ ერთიანი უნაკერო ფურცლისგანაა დამზადებული, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მომავალში აღარ იქნება სიკვდილი, ადამიანის სული და სხეული ერთად ამაღლდება. ქრისტე სხეულით ამაღლდა სულთან ერთად, იგი არის ,,სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი“, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანის სხეული თავის სულს სამარადჟამოდ მხოლოდ ადამის ცივილიზაციის გავლით უნდა შეუერთდეს.
,,ინ” და ,,იან” - მდედრი და მამრი ორი პირველსაწყისის შეერთება არის ადამის ცივილიზაციის მიზანი.
 
მსოფლიოს ხალხთა მითოლოგიით, თასი (ჭურჭელი) არის სამყაროს სივრცითი მიკრო მოდელი, რომელშიც ხორციელდება ხვთაებრივი სუბსტანციის გარდმოვლენა. ამ საკრალური ჭურჭლის მფლობელი თავადაც უკავშირდება ზეციურ ძალებს და იძენს მათ მადლმოსილებას. ამ საკითხთანაა დაკავშირებული ,,ოქროს საწმისის“ და ,,გრაალის“ თასის არსი. სწორედ მათი მიკრომოდელია თრიალეთის ოქროს და ვერცხლის თასები.
 
ძველი ხალხები ნადირობის ქალღმერთს გამოსახავდნენ ქვევრში - ჭურჭელში ლომზე მდგომს, ხელებაწეულს. თავზე მასაც ისეთივე ქუდი ახურავს, ანუ სარქველი აქვს, როგორიც თვითონ ქვევრს _ ჭურჭელს. ქართული კაბის ჩიხტიკოპიც ამ აზროვნების სიმბოლური გამოსახვაა.
ახ.წ. 2000 წელს, ქართული ანბანის გენეტიკური კოდით, დადგა ,, ჯ-ჯ-ჯან-8000“ ასო-ნიშნის კოსმიური პერიოდი - ცეცხლის სტიქიის ათასწლეული. ჯ-ჯან-8000 ასო-ნიშნის შესაბამისი არსთა წრებრუნვის მარადიული პროცესის კოსმიურ სურათს, ერთი შეხედვით, მაღალი მთის და წმინდა გიორგის ხატის სახე აქვს, სახით მარცხნივ. შუბლზე აწერია მხედრული ,,ჯ“ ასო-ნიშანი, ხოლო თავზე ჰორიზონტალურად ადგას ასომთავრული ,,ჯ“ ასო-ნიშანი - დიაგონალური ჯვარი. იგი ენერგეტიკულია, მბრუნავია, ამის გამო ბოლოები წაწვეტებულია და სვასტიკის სახე აქვს. სვასტიკა კოსმიურ მთას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავზე ადგას, სადაც არის ღმერთთა სამყოფელი - კოსმიური სამხრეთი.
ადამიანი ყველაზე ძვირფასს, თავის საკუთარ ,,მე“-ს - ,,ჯან“-ს აღიქვამდა როგორც საწმისს, თავისი სულის ტაძარს და იმ დროისათვის ყველაზე ძვირფასსა და მბრწყინავს, ოქროს და ვერცხლს ადარებდა. ქართველი ადამიანის აზროვნებაში ასო-ნიშან ,,ჯ“-სთან დაკავშირებულია სიტყვები ,,ჯან“-ი, ჯან-გატეხილი, ჯან-მაგარი, ჯან-მრთელი და სხვა. ე.ი. ადამიანი ,,ჯ-ჯან" ასო-ნიშნის შესაბამის არსთა წრებრუნვის მარადიული პროცესის კოსმიურ სურათს ქვეცნობიერად უკავშირებდა საკუთარ ,,მე“-ს, სხეულს, თავისი სულის ტაძარს.
 
ქართული ანბანის თითოეული ასო-ნიშნის შესაბამისი არსთა წრებრუნვის მარადიული პროცესის კოსმიური სურათი არის ,,ღმერთის ბეჭედი“, სადაც ასახულია ცისა და მიწის და რაც არის მათ შორის - ხილულის და უხილავის ერთიანი კოსმიური პროცესი. ყოველივე ეს საფუძვლად უდევს მსოფლიოს უძველესი ხალხების მითოლოგიას, რომელიც არის ინფორმაცია სამყაროს მოწყობის და მასში მიმდინარე კოსმიური პროცესის შესახებ. ეს არის ჯერ კიდევ პირველ ადამიანთა კოსმოგონიური ცოდნა, რომელთაც გახსნილი ჰქონდათ ე.წ. მესამე -,,გონითი თვალი“, აღიქვამდნენ და ხედავდნენ სამყაროს სხვადასხვა განზომილებაში. მათ ეს საიდუმლო მომავალ თაობებს კოდირებული ცოდნის სახით დაუტოვეს, როგორც ცნობიერების შუქურა, რათა ადამიანმა შეიმეცნოს თავისი თავი და გარე სამყარო რათა დაუბრუნდეს პირველსაწყისს.
თრიალეთის ოქროს და ვერცხლის თასები სიმბოლური ასახვაა ,,გრაალის თასის“, ,,ოქროს საწმისის“, ,,ნოეს კიდობანის“. ამ საკითხების საუდუმლო ცოდნა გადმოცემულია ბიბლიურ კაბალაში, რომელიც ქართული ფენომენია და მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან მხოლოდ ქართულ ანბანში აისახება. ქართული ანბანი კი მხოლოდ ქართველთა კუთვნილებაა. კაბალა არის პირველ ადამიანთა მეტაფიზუკური კოდირებული საიდუმლო ცოდნა ადამიანის სამყაროს - ,,უფლის შესაქმის გვირგვინის“ შესახებ, სადაც ნათლად ჩანს, რომ ,,ოქროს საწმისი“ ,,გრალის თასი“, ,,ნოეს კიდობანი“, თვით ადამიანია.
 
სამყაროს შექმნიდან დედამიწის აბორიგენი მოსახლეობა არიული თეთრი რასის ქართველები არიან და ბაბელონის გოდოლის დანგრევამდე ანუ ძვ.წ. 5930 წლამდე მთელი დედამიწა საქართველო იყო და ერთნაირი იყო დედამიწის აბორიგენი მოსახლეობის კოსმოგონიური გენეტიკური ცოდნა კაბალა სამყაროს მოწყობის შესახებ, რომელიც მხოლოდ ქართული ანბანის 37 ასო-ნიშანში აისახება. კაბალას პირველი კოსმიური პროცესი, რომელიც ქართული ანბანის პირველ ასო-ნიშანს შეესაბამება არის ,,ადამი-ანი“, საიდანაც წარმოსდგება ,,ადამის ცივილიზაციის“ სახელი.
 
თრიალეთის ოქროს და ვერცხლის სარიტუალო თასები, მათზე ასახული გამოსახულებები სიმბოლიკის ენით წარმოაჩენენ ქართველთა შორეული წინაპრების ღრმა პირველსაწყის ბიბლიური კაბალას კოსმოგონიურ ცოდნას მრავალგანზომილებიანი სამყაროს მეტაფიზიკური მოწყობის და მასში მიმდინარე კოსმიური პროცესების შესახებ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო და კავკასია ბიბლიური კაბალას ცოდნის სამშობლოა.
 
აღმოსავლეთ საქართველოს ოდითგანვე კაბალა ერქვა და დედაქალაქიც ,,კაბალა" იყო. ამას უკავშირდება სიტყვა ,,კახეთი,, ანუ არიული თეთრი რასის ადამიანის მეორე ,,მე"-ს ანუ მარადიული ღვთაებრივი სასიცოცხლო ,,ხე"-ს არსი, რომელსაც ქართველები კოსმიური ჩრდილის სახით და ,,კა"-ს სახელით მოიხსენიებდნენ, რომელიც არა აქვთ სემიტური რასის ხალხს.
 
ქართველებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანები ხართ
 
სპორტი
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.