USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ნავთობის ფასმა მსოფლიო ბაზარზე 100 დოლარს გადააჭარბა
თარიღი:  362

Brent-ის მარკის ნავთობი აზიის ბაზრებზე 109 დოლარამდე გაძვირდა, შემდგომი ვაჭრობისას კი ბარელზე 119,5 დოლარს მიაღწია.

Bloomberg-ის ცნობით, ეს არის ფასის ყველაზე მასშტაბური ნახტომი ერთი დღის განმავლობაში 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოცემა ასევე წერს, რომ უფრო მაღალ მაჩვენებლებს ნავთობის ფასმა 2022 წლის მარტში მიაღწია (139 დოლარზე მეტი), ხოლო ისტორიული მაქსიმუმი 2008 წელს დაფიქსირდა - ბარელზე 147 დოლარზე მეტი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობის ღირებულების მოკლევადიანი ზრდა „აშშ-ისა და მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის ძალიან მცირე ფასია“. მან დაწერა, რომ ფასები „სწრაფად დაიწევს, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის საფრთხე განადგურდება“, ხოლო ყველას, ვინც „სხვანაირად ფიქრობს“, „სულელები“ უწოდა.

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის