USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
ნავთლუღში სამ მისამართზე: ლერწმის ქუჩაზე, ამილახვარის ჩიხსა და დირსის კომპლექსში 4395 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო
თარიღი:  214
ისნის რაიონის გამგეობა გზების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, ნავთლუღში სამ მისამართზე: ლერწმის ქუჩაზე, ამილახვარის ჩიხსა და დირსის კომპლექსში 4395 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.
 
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 267 000 ლარით დაფინანსდა.
 
ისნის რაიონის გამგებელი დავით ხაბეიშვილი, პარლამენტის დელეგატთან ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის