USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ნავთლუღში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახ. კორპ. N7-ის მიმდებარედ, ორი მცირე ზომის გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო
თარიღი:  428
ისნის რაიონის გამგეობამ, ნავთლუღში, აბუსერიძე-ტბელის ქუჩასა და ბერი გაბრიელ სალოსის VI შესახ. კორპ. N7-ის მიმდებარედ, ორი მცირე ზომის გასართობი და დასასვენებელი სივრცე მოაწყო.
 
სამუშაოების შედეგად, 1245 კვ.მ. ფართობზე დაიდგა საბავშვო ატრაქციონები, საბაღე სკამები და ურნები, ასევე, მოეწყო ახალი ლედ განათება და გამწვანება.
 
პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 498 748 ლარი დაფინანსდა.
 
ადგილობრივ მოსახლეობას ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე დავით ხაბეიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად შეხვდა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის