USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
ნაწყვეტი კათალიკოზ ამბროსის დაკითხვის ოქმიდან
თარიღი:  845
 
 

100 წელი სრულდება(1924 წლის 10-19 მარტი) სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქ ამბროსის და საკათალიკოზო საბჭოს დაპატიმრებული წევრების:ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა), ქაშუეთის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე), დიდუბის ეკლესიის დეკანოზი იოსები (მირიანაშვილი), ქაშუეთის ეკლესიის დიაკონი დიმიტრი (ლაზარიშვილი), მცხეთის სვეტიცხოვლის წინამძღვარი არქიმანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), ვერის ეკლესიის წინამძღვარი ანტონი (თოთიბაძე), სიონის ეკლესიის წინამძღვარი მარკოზი (ტყემალაძე), ნიკოლოზ არჯევანიძის და ნიკოლოზ თავდგირიძის სასამართლო პროცესიდან.

ნაწყვეტი კათალიკოზ ამბროსის დაკითხვის ოქმიდან: საზოგადოებრივი ბრალმდებელნი:ა.ოქოევი,ნ.ვარლამოვი,ე.ორზუმელოვი,

მოსამართლე წივწივაძე - რომელ ენაზე იყო დაწერილი მემორანდუმი?

კათოლიკოსი ამბროსი - ქართულ ენაზე.

მოსამართლე ბარათაშვილი - რა ხასიათი ჰქონდა თქვენს მემორანდუმს?

კათოლიკოსი ამბროსი - გენუის კონფერენციაზე იყო საქართველოს წარმომადგენელი და იქ უნდა დაცულიყო ჩვენი ერის სუვერენობა. ვფიქრობდი, რომ ჩვენს წარმომადგენელს ეს მემორანდუმი დახმარებას გაუწევდა და მეც ამიტომ გავგზავნე.

ბარათაშვილი იყო თუ არა შემთხვევა, რომ მღვდლები პროპაგანდას ეწეოდნენ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ?

კათოლიკოს ამბროსი - არა, არ იყო. და რომ ყოფილიყო მე წინააღმდეგი წავიდოდი.

პროკურორი ოკუჯავა - თუ საბჭოთა წყობილება არა, როგორ წყობილებას ითხოვდით?

კათოლიკოსი ამბროსი - ისეთს, რომელიც ხალხის სურვილზე იქნებოდა დამყარებული.

პროკურორი ოკუჯავა - ხომ იცით, რომ საბჭოთა მთავრობის ხალხი ირჩევს?

კათოლიკოსი ამბროსი - ახლა ვიცი. პირველი ყრილობის შემდეგ, მემორანდუმის დაწერამდე ასე არ იყო.

მოსამართლე ერქომაიშვილი. რა მოელოდი გენუის კონფერენციაზე გაგზავნილი მემორანდუმით?

კათოლიკოსი ამბროსი - ვიცავდი საქართველოს სახლმწიფოებრივ და ეკლესიურ თავისუფლების იდეას.

მოსამართლე - რისთვის ითხოვდით საქართველოდან წითელი არმიის გაყვანას, რომელიც მშრომელი ხალხის ინტერესების დამცველია?

კათოლიკოსი ამბროსი - პასუხობს, რომ მან დღესაც არ იცის, ვის ინტერესებს იცავს წითელი ლაშქარი, რომ როდესაც ის წითელი ლაშქრის გაყვანას ითხოვდა. მას ჰქონდა მხედველობაში ინტერვენცია, რადგანაც ინტერვენცია ხდება ჯარის საშუალებით.

კითხვაზე - როდის იყო საქართველო თავისუფალი ადრე თუ წითელი ლაშქრის შემოსვლამდე ბრალდებოდა კათოლიკოსი უპასუხებს: წითელი ლაშქრის შემოსვლამდე. მას შემდეგ კი, რაც წითელი ლაშქარი შემოვიდა საქართველოს დამოუკიდებლობა დაიკარგა. და რომ მისი აზრით ხალხიც ასე ფიქრობდა.

შეკითხვაზე: რაში ხედავს კათოლიკოსი მორწმუნეთა ინტერესების შელახვას და როდის იყო შელახული სარწმუნოებრივი ინტერესები ეკლესიისა, კათოლიკოსი პასუხობს: სარწმუნოებას ნიკოლოზ II იცავდა, მაგრამ მე მაშინაც ვიბრძოდი და ეხლაც ვიტანჯვი. ჩემი დაკვირვებით საბჭოთა ხელისუფლება თელავდა სარწმუნოებრივ ინტერესებს, ამაშინ მე დარწმუნებული ვიყავი და ეს გამართლდა კიდეც.

სასამართლოს თავმჯდომარე ჩხეიძე: მემორანდუმში თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ქართველ ხალხს ართმევენ მიწა-წყალს და ურიგებენ სხვა ერებს, დამისახელეთ რა წაართვეს ხალხს და ვის გადასცეს?

კათოლიკოსი ამბროსი: არამცთუ მიწა-წყალი, ხალხიც გადაცემულია სხვა ერებზე. ეს დამტკიცდება მაშინ, როდესაც მოიტანთ საქართველოს რუკას.

თავმჯდომარე: თქვენ ამბობთ, რომ წინააღმდეგი ხართ უცხო სახელმწიფოს ჩარევისა და თვითონ კი ისეთ ხალხს მიმართავთ, რომელნიც მშრომელი ხალხის ინტერესებს არ იცავენ!

კათოლიკოსი ამბროსი: გენუაში იყო მოწვეული სამშვიდობო კონფერენცია, სადაც სხვათა შორის, ირჩეოდა პატარა ერების თავისუფლების საქმე. იქ იყო წასული საქართველოს წარმომადგენელი და მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ის დაიცავდა საქართველოს დამოუკიოდებლობას. ამიტომ ვფიქრობდი მემორანდუმის გზით მის დახმარებას.

სასამართლოს წევრი რთველაძე - სცნობთ თუ არა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არის ხალხის თავისუფლების დამცველი?

კათოლიკოსი ამბროსი: მე მინდა საქართველოში მთავრობა იყოს დამოუკიდებელი. საქართველოს მთავრობა კი დამოკიდებულია სხვა ერის მთავრობაზე.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რომელი საბუთის ძალით წაერთვა საქართველოს დამოუკიდებლობა?

კათოლიკოსი ამბროსი: ინტერვენციით.

პროკურორი ოკუჯავა: რატომ უწოდებთ რუსეთის ლაშქარს საოკუპაციო ლაშქარს?

კათოლიკოსი ამბროსი: იმიტომ, რომ მან მოახდინა საქართველოს ოკუპაცია.

პროკურორი ოკუჯავა: რაში გამოიხატა საქართველოს დამონება რუსეთის მხრივ?

კათოლიკოსი ამბროსი: ასოცი წლის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მაძებარ ხალხის თავისუფლების ინტერვენციით წართმევაში.

პროკურორი ოკუჯავა: დამისახელეთ, რაში გამოიხატა ფიზიკური გადაშენება ხალხისა?

კათოლიკოსი ამბროსი: ენის დევნაში, ტერიტორიის სხვის ხელში გადაცემაში და იმაში, როდესაც ხელისუფლება ქართველთა ხელში არ არის.

სასამართლოს წევრი ერქომაიშვილი: მაგალითად რაში გამოიხატა რუსეთის ჯარის ჩარევა ეკლესიის თავისუფლებაში?

კათოლიკოსი ამბროსი: თავისუფალ ერს უნდა ჰყავდეს თავისუფალი ჯარი, რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც. ვრცლად იხ.სერგო ვარდოსანიძე "უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი".თბ.2009 წ.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის