USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
Date:  667

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჯერალდ კონოლიმ, რომელიც აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეცაა, 18 თებერვალს განაცხადა, რომ „გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარება საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტია“.

მისი თქმით, ამის მიღწევა „დიალოგისთვის საჭირო პირობების, ასევე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი“.

მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ თავშეკავება გამოიჩინონ და არსებული კრიზისი და მისი გამომწვევი უთანხმოებები მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ.

გაიხსენა რა მის მიერ კონგრესში ცოტა ხნის წინ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ხელახლა წარდგენა, კონოლიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მტკიცე მხარდაჭერასთან ერთად, განსაკუთრებით რუსეთის აგრესიის ფონზე, აქტი „ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, სახელმწიფო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და კორუფციის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას“.

„საერთო დემოკრატიული ღირებულებები, მათ შორის, ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და ჩვენს პარტნიორებს შორის, როგორიც საქართველოა, ჩვენი სტრატეგიული იარაღია მოსკოვის, პეკინისა და სხვა ავტოკრატიების წინააღმდეგ“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way