USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
თბილისი
ნატო-საქართველოს ურთიერთობებისთვის გენერალური მდივნის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია - ილია დარჩიაშვილი
თარიღი:  554

დასრულდა ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში.
ვფიქრობ,რომ ნატო- საქართველოს ურთიერთობებისთვის ეს ვიზიტი  განსაკუთრებული  მნიშვნელობის მატარებელია.”- ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური მდივნის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს ნატოსა და საქართველოს შორის არსებულ დინამიკურ ურთიერთობებს.

“ ამ ვიზიტს ჩვენს ურთიერთობებში მოაქვს ახალი იმპულსი და შემდგომი თანამშრომლობისთვის  ახალი შესაძლებლობები.” - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ჰქონდა ძალიან საინტერესო კომპონენტები,რომლის ფარგლებშიც  განხილული იქნა  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები.

“აღსანიშნავია,რომ ეს არის მაღალი დონის ვიზიტების გაგრძელება, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ნატოს შტაბ - ბინაში,მან მონაწილეობა მიიღო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში .” - აღნიშნა მინისტრმა.


18-19 მარტს,საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია.

აღსანიშნავია,რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს გახლავთ იენს სტოლტენბერგის მე-4 ვიზიტი საქართველოში.

 

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის