USD 2.6979
EUR 3.1619
RUB 3.3504
Tbilisi
ნათია თურნავა - კაშხლის მშენებლობა გადაიდო
Date:  895

ის მიზეზი, რაც იწვევდა "ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გულწრფელ წუხილს, მოხსნილია - კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ვიდრე პასუხი არ გაეცემა ყველა კითხვას,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განცხადა.

მინისტრის თქმით, კომპანია, დღეს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

„მსურს მივმართო საპროტესტო აქციის მონაწილეებს - ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს „ნამახვანი ჰესის" უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია - კომპანიასთან შეთანხმებით, კაშხლის მშენებლობა გადაიდო და ის არ დაიწყება უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე ყველა კითხვას არ გაეცემა პასუხი. კომპანია, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დღეს ახორციელებს საგზაო სამუშაოებს",- განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების მანძილზე აქვს მომზადებული კომპანიას.

„მზად ვართ, თითოეულ ამ კვლევაზე ვისაუბროთ - რა კითხვები არსებობს, როგორ გავაუმჯობესოთ საჭიროების შემთხვევაში და ვიდრე არ გვექნება სრული გარანტიები და ეს გარანტიები არ იქნება ცნობილი მოსახლეობისთვის, ვიდრე არ დავარწმუნებთ მათაც, რომ „ნამახვანი ჰესის" კაშხალი არის რეალურად უსაფრთხო, რაშიც ჩვენ ვართ დარწმუნებულები, მაგრამ გვინდა, რომ მეტი ნდობა შეიქმნას მოსახლეობაში. მანამდე კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებას.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way